სად მიდის ჩაკვეტაძე: “ანორთოსისი”, “დინამო” თუ “გენტი”?
პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს “ჰამბურგი” არ გამოისყიდის და ფეხბურთელს ბელგიაში დაბრუნება მოუწევს.
ჩაკვეს ბელგიელებთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს, თუმცა ბელგიაში თამაში პრაქტიკულად არ უწევდა.
ვარჯიშებზე ნაკლებ აქტიურობას სანიოლი და “ჰამბურგის” მწვრთნელიც აღნიშნავდნენ.
2 დღის წინ თემურ ქეცბაიამ ჩაკვეს “ანორთოსისში” წასვლა შესთავაზა.
თავის მხრივ, მისი დამატების წინააღმდეგი თბილისის “დინამოც” არ არის.
შესაბამისად, დღეს გიორგის 3 ვარიანტი აქვს: დაბრუნება “გენტში”, “ანორთოსისი” და “დინამო”.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ქეცბაია ზედმეტად პირდაპირი ტიპის ადამიანია და სათქმელს მოთამაშეს პირდაპირ ეუბნება. დღევანდელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე კი მისი ქეცბასთან წასვლა ნაკლებად სწორი იქნება.
თბილისის “დინამოში” კი მას გაცილებით მეტი ხელშეწყობა ექნება და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა.
არჩევანი მასზეა. ფაქტია, “გენტში” მისი წასვლა კიდევ ერთ დაკარგულ წელს ნიშნავს.