სად თამაშობენ ამჟამად ევროპის 2013 წლის 19-წლამდე ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები
2013 წელს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდის ჯგუფში, სადაც ინგლისთან, შოტლანდიასთან და თურქეთთან ერთად იმყოფებოდა, პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა ელიტ-რაუნდში ინგლისთან ფრედ 1:1 ითამაშა, შოტლანდია ანგარიშით 3:1, ხოლო ბელგია 2:0 დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენთან ერთად მომდევნო ეტაპზე გასასვლელად თურქეთი, საფრანგეთი და სერბეთი იბრძოდა. ჯგუფში პირველი ადგილი სერბეთმა დაიკავა, რომელიც მალე ტუნრირის ფინალში გავიდა და იქ საფრანგეთი 1:0 დაამარცხა. მეორე პოზიცია საფრანგეთმა დაიკავა, თურქეთი მესამე ადგილს დასჯერდა, ხოლო საქართველო 1 ქულით ჯგუფში ჩარჩა.
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, უეფამ ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ათი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა შორის ერთი ქართველი – ავთო ენდელაძე მოხვდა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა ამ ტურნირზე ერთი გოლის გატანაც მოახერხა – მან თურქეთის კარი დალაშქრა.
ალბათ, გაინტერესებთ, სად თამაშობენ ახლა ის ფეხბურთელები, რომლებიც მაშინ უეფას რჩეულთა შორის მოხვდნენ.
ისიან ბენზია (“ლიონი”, საფრანგეთი) – ამჟამად “ლილისა” და ალჟირის ნაკრების წევრი
ალექსანდრ მიტროვიჩი (“პარტიზანი”, სერბეთი) – ამჟამად “ნიუკასლისა” და სერბეთის ნაკრების წევრი
ადრიენ რაბიო (პსჟ, საფრანგეთი) – ამჟამად პსჟ-ისა და საფრანგეთის ნაკრების წევრი
გრატას სირგედასი (“შტუტგარტი”, ლიტვა) – ამჟამად “ამბერგის” (გერმანიის მეხუთე დივიზიონი) და ლიტვის ნაკრების წევრი
პრედრაგ რაიკოვიჩი – (“იაგოდინა”, სერბეთი) – ამჟამად თელ-ავივის “მაკაბისა” და სერბეთის ნაკრების წევრი
ხოსე როდრიგესი (“რეალი”, ესპანეთი) – ამჟამად “მაინცის” წევრი
ბერნანდუ სილვა (“ბენფიკა”, პორტუგალია) – ამჟამად “მონაკოსა” და პორტუგალიის ნაკრების წევრი
რეჯებ ნიაზი (“ფენერბაღჩე”, თურქეთი) – ამჟამად “რიზესპორის” წევრი
ლუკას ვაუდენბერგი (“ფეინოორდი”, ჰოლანდია”) – ამჟამად “ფეინოორდის” წევრი
ავთო ენდელაძე (“ზესტაფონი”, საქართველო) – ამჟამად “სამტრედიას” წევრი