სად ცხოვრობს გულწრფელი ბრაზილიური ფეხბურთი
სან-პაულუს ერთ-ერთი ფაველა “პალმეირასის” საფეხბურთო აკადემიასთან მდებარებს. ადგილთან, სადაც ნებისმიერ ქუჩაში მოთამაშე ბიჭუნას აქვს მოხვედრის შანსი.
საკმაოდ ღარიბულ უბანში მთავარი დატვირთვა მცირე და დიდი ზომის მოედნებზეა, სადაც ფეხბურთს მუდამ თამაშობენ. ფაველას მაცხოვრებლებს მუნდიალზე მოხვედრის ფინანსური საშუალება არ აქვთ. ამიტომ, ისინი საკუთარ, ლოკალურ ტურნირებს აწყობენ. ფაველების გავლენიანი პირები საკუთარ გუნდებს აყალიბებენ და უბნის საუკთესო ფეხბურთელის მოსაპოვებლად ყველანაირ ხერხსაც მიმართავენ.
მუნდიალამდე რამადენიმე ფაველა სოციალურ პროგრამაში მოხვდა, რის შედეგადაც მოედნებზე ხელოვნური საფარი განჩნდა, მოთამაშე ბავშვებს კი კლუბებიდან გამოგზავნილი მწვრთნელები დააკვირდებიან. თუმცა, ახალგაზრდების უმრავლესობას კვლავაც ბეტონზე, შიშველი ფეხით უწევს თამაში, სადაც ძალიან დიდი ყურადღებას დრიბლინგს და კაცის მოტყუებას აქცევენ. ხშირ შემთხვევაში ეს გოლზე მნიშვნელოვანიც კი ხდება.