სადავო ეპიზოდი “ჩიხურა” – “სიონის” დროს
22 თებერვალს ივანწმინდაში, საჩხერის “ჩიხურამ” უმაღლესი ლიგის მე-16 ტურის მატჩში ბოლნისის “სიონს” და 2:0 მოუგო.
თამაშის დასრულების შემდეგ ბოლნისელთა მთავარი მწვრთნელი, ლადო ბურდული, მსაჯობის მიმართ უკამყოფილებას ვერ მალავდა.
“ასე თუ გაგრძელდა, რა აზრი აქვს. 11-ს კი არა 14 ადამიანს უნდა ეთამაშო. არ ვამბობ, რომ მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ დაუშვეს შეცდომები, მეორე მხარესაც იყო. ისეთ მომენტში აჩერებდა თამაშს, სადაც არ უნდა გააჩერო. ცალ მხარეს არ იყო შეცდომები, მაგრამ, ძირითადად, მასპინძლების სიმპათია ჰქონდა, უდიდესი სიმპათია. ფეხბურთი ნიუანსებისგან შედგება, ხუთ კონტრშეტევას რომ გაგიჩერებს, მაშინ გადაიცვას სხვა ფერის მაისური” – განაცხადა ბურდულმა.
მთელ მატჩე ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ შეხვედრის 44-ე წუთზე ხვიჩა გაგნიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნამდვილად საკამათოა. მასპინძელთა საჯარიმოში ბურთის მიღებას ცოტნე ქებურია ცდილობდა, თუმცა სერგეი ლუბჩაკმა მის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა მსაჯმა კი ეს ეპიზოდი ყურადღების გარეშე დატოვა…