სადიო მანემ ბავშვობის საყვარელი კლუბი დაასახელა
ჟურნალისტებმა “ლივერპულის” ფორვარდ სადიო მანეს მიუნხენის “ბაიერნს”, მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” შორის საყვარელი კლუბის დასახელება სთხოვეს.
“რთული არჩევანის წინაშე დამაყენეთ. შესანიშნავი გუნდები დაასახელეთ. ჩემი ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში, “ლივერპულის” ფანები უკმაყოფილონი დარჩებიან. უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენეთ, ამიტომ ასე გიპასუხებთ: ჩემი ბავშვობის საყვარელი კლუბი არის “მარსელი”, – ციტირებს მანეს სიტყვებს “ფუთმერკატო”.
შეგახსენებთ, რომ ნიგერიელი ფეხბურთელის დამატებით მიუნხენის “ბაიერნი” და “პარი სენ-ჟერმენი” არიან დაინტერესებულნი. ორივე კლუბი მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის.
სადიო მანე “ლივერპულში” 2016 წლიდან თამაშობს. მან აწ უკვე გასულ სეზონში 51 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. სენეგალელ ფორვარდს “ენფილდროუდელებთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” მანეს სატრანსფერო ღირებულებას 80 მილიონ ევროდ აფასებს.