სადიო მანეს ჯადოქრობით “ლივერპულმა” “ასტონ ვილა” დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 2018/19 წლების სეზონის მე-11 ტური რთული გამოდგა გათამაშების ლიდერებისთვის, რომლებიც ერთი შეხედვით სუსტ მეტოქეებს უპირისპირდებოდნენ. “სიტიმ” საკუთარ კედლებში პირველი ტაიმის წაგების შემდეგ 2:1 დაამარცხა “საუთჰემპტონი”.
პარალელურად კი “ასტონ ვილასა” და “ლივერპულის” დაპირისპირება მიმდინარეობდა, რომელშიც იურგენ კლოპის შეგირდები მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად არ იყვნენ. ანგარიში თამაშის 21-ე წუთზე ტრეზეგეს გოლით გაიხსნა, რასაც “წითლებმა” პირველ ტაიმში ვერაფრით უპასუხეს.
ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ “მერსესაიდელებს” პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი უნდა ეგემათ, თუმცა სადიო მანე კლოპს გმირად მოევლინა. სენეგალელმა ფეხბურთელმა ჯერ ზუსტი და გამოზომილი გადაცემით გაატანინა როებერტსონს, შემდეგ კი თავად გაიტანა გამარჯვების გოლი.
ასე რომ, პრემიერ ლიგის 11 ტურის შემდეგ “ლივერპული” კვლავაც დაუმარცხებელია 31 ქულით და მომდევნო ტურში მის უშუალო მეტოქე “მანჩესტერ სიტის” მიიღებს, რომელთანაც ჩამორჩენა ექვს ქულას შეადგენს.