სადიო მანეს კორონავირუსი დაუდასტურდა
“ლივერპულის” თავდამსხმელს, სადიო მანეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სენეგალელი ფეხბურთელი 4 ოქტომბერს “ასტონ ვილას” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.
“ლივერპულის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, სენეგალელ ფეხბურთელს უმნიშვნელო სიპტომები გააჩნია. ის ახლა თვითიზოლაციაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ ლივერპულელთა კიდევ ერთ ფეხბურთელს, ტიაგო ალკანტარას დაუდასტურდა.