სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება

თარიღი: აპრილი 20, 2016

20 აპრილს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში, სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომის დღის წესრიგი:

1. გურჯაანის „ალაზნის“ ფეხბურთელის, გიორგი მურველაშვილის განცხადება;

2. 2016 წლის 15 აპრილს, თბილისის „ლოკომოტივსა“ და მარტვილის „მერანს“ შორის ჩატარებული მატჩისას მომხდარი ინციდენტი;

3. 2016 წლის 16 აპრილს, საჩხერეს „ჩიხურასა“ და თბილისის „დინამოს“ შორის ჩატარებული მატჩისას მომხდარი ინციდენტი;

4. 2016 წლის 17 აპრილს, ქობულეთის „შუქურასა“ და გორის „დილას“ შორის ჩატარებული მატჩისას მომხდარი ინციდენტი;

5. 2016 წლის 17 აპრილს, თერჯოლას „საპოვნელასა“ და ზუგდიდის „ზუგდიდს“ შორის ჩატარებული მატჩისას მომხდარი ინციდენტი;

კომიტეტის წევრები გაეცნენ წარმოდგენილ მასალებს, მოისმინეს მატჩების დირექტორების, მსაჯებისა და გუნდების წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებები და სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის საფუძველზე დაადგინეს:

1. გიორგი მურველაშვილთან დაკავშირებით მიღებულ უნდა იქნეს შემდეგი გადაწყვეტილება: ძალაში დარჩეს სფფ-ს სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის, 2016 წლის 21 მარტის დადგენილებით განსზღვრული სასჯელი (3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 400 ლარის ოდენობით). აღნიშნულის შემდეგ გიორგი მურველაშვილის მიეცეს საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობის უფლება. ასევე ძალაში დარჩეს თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ დადგენილი 1 წლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია (2016 წლის 23 ოქტომბრამდე).

2. ს.კ. მარტვილის „მერანის“ მეკარეთა მწვრთნელის, არჩილ ღურწკაიას მხრიდან ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ ქცევას. კერძოდ, შეურაცხმყოფელი ჟესტით გოლის აღნიშვნას. შესაბამისად, არჩილ ღურწკაია დისკვალიფიცირებულ იქნას 2 მატჩით და დაჯარიმდეს 1000 ლარით.

3. ს.კ. მარტვილის „მერანის“ ფეხბურთელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ორმხრივ ჩხუბში მონაწილეობას. შესაბამისად, ს.კ. მარტვილის „მერანს“ დაეკისროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

4. ს.კ. თბილისის „ლოკომოტივის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, თამაზ ბოკერიას მხრიდან ადგილი ჰქონდა ტექნიკური ზონის ფარგლებს გარეთ გასვლასა და მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებას. შესაბამისად, თამაზ ბოკერია დისკვალიფიცირებულ იქნას 2 მატჩით და დაჯარიმდეს 300 ლარით.

5. ს.კ. თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის, ჟერარდ სარაგოსა მულეტის მხრიდან ადგილი ჰქონდა პერმანენტულად ტექნიკური ზონის ფარგლების გარეთ გასვლას, მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებას და მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშის ფიზიკურ შეურაცხყოფას. შესაბამისად, ჟერარდ სარაგოსა დისკვალიფიცირებულ იქნას სეზონის ბოლომდე, დაეკისროს 1 წლიანი (2017 წლის 20 აპრილამდე) პირობითი სასჯელი და დაჯარიმდეს 2000 ლარით.

6. ს.კ. თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ორმხრივ ჩხუბში მონაწილეობას. შესაბამისად, ს.კ. თბილისის „ლოკომოტივს“ დაეკისროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

7. ს.კ. საჩხერის „ჩიხურას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა მსაჯის გადაწყვეტილების პერმანენტულ გაპროტესტებასა და მსაჯის მიმართ მუქარას. შესაბამისად, ბერიკა შუკაკიძეს აეკრძალოს ს.კ. საჩხერის „ჩიხურას“ მომდევნო ოფიციალურ საშინაო მატჩზე სტადიონზე შესვლა და დაჯარიმდეს 2000 ლარით.

8. ს.კ. გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებას და მსაჯთა ბრიგადის სიტყვიერ შეურაცხყოფას. შესაბამისად, უჩა სოსიაშვილი დისკვალიფიცირებულ იქნას სეზონის ბოლომდე, დაეკისროს 1 წლიანი (2017 წლის 20 აპრილამდე) პირობითი სასჯელი და დაჯარიმდეს 2000 ლარით.

9. ს.კ. თერჯოლის „საპოვნელას“ მწვრთნელის, კალენიკე მორალიშვილის, გუნდის წარმომადგენლის (ადმინისტრატორი) მამუკა ფორჩხიძის და ფეხბურთელის, დავით ბოლქვაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა მსაჯთა ბრიგადის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას (შეფურთხება). შესაბამისად, კალინიკე მორალიშვილი, მამუკა ფორჩხიძე და დავით ბოლქვაძე დისკვალიფიცირებულ იქნან 3 თამაშით, კალინიკე მორალიშვილი და მამუკა ფორჩხიძე დაჯარიმდნენ 1200 ლარით, დავით ბოლქვაძე კი 600 ლარით.

10. ს.კ. თერჯოლის „საპოვნელამ“ ვერ უზრუნველყო სტადიონზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რასაც მოყვა მძიმე შედეგი (განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ადგილი ჰქონდა სტიუარდის მხრიდან მსაჯისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას) და შესაბამისად, ს.კ. თერჯოლის „საპოვნელას“ სეზონის ბოლომდე ოფიციალურ მატჩებში აეკრძალოს მაყურებლის დასწრება და დაჯარიმდეს 7000 ლარით.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჟორჟ მიქაუტაძე Inarrêtable! (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაზე ბელგიის ჩემპიონატში მორიგ გოლს იტანს. ამჯერად, მიქაუტაძემ “სტ.ტრუიდენს” შეუგდო....
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ეტაპზეა ჯანო ანანიძე?

2021 წლის 14 მაისს ჯანო ანანიძემ თბილისის “დინამოს” მაისურით ეროვნულ ლიგაში პირველი მატჩი “დინამო ბათუმთან” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

7 ქართველი ფეხბურთელი, რომლებიც ევროპაში წასასვლელად მზად არიან

ეროვნული ლიგა დასასრულს უახლოვდება და თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, გამარჯვებული ბათუმის “დინამო” გახდება. მე-2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘თემურ, რას აკეთებ?’ – ქეცბაიამ საკუთარი გუნდის თავდამსხმელს წყლის ბოთლი

20 ნოემბერს, კვიპროსის ჩემპიონატში “ანორთოსისი” სტუმრად ნიქოზიის “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდა და 3:2 დამარცხდა. “ანორთოსი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯაბა კანკავას დედა გარდაეცვალა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ჯაბა კანკავას დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ კომენტარი მისი გუნდის, ბრატისლავას “სლოვანის” [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელია “ვილიარეალში” დანჟუმას ნაცვლად

ესპანური პრესის ცნობით, თუ “ვილიარეალი” ნიგერიელ არნაუტ დანჟუმას გაასხვისებს, მის ნაცვლად ხვიჩა კვარაცხელიას მოყვანაზე იფიქრებს. […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქეცბაიამ კაჭარავას მე-3 შანსი მისცა

ნიქოზიის “ოლიმპიაკოსთან” 2-3 მარცხის შემდეგ “ანორთოსისის” მთავარ მწვრთნელსა და ნიკა კაჭარავას შორის სიტუაცია ისე დაიძაბა, [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელი ილია კოკაია გარდაიცვალა

ტელეკომპანია “მთავარი არხის” ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეზიდენტი ილია კოკაია 65 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო CO. ZA. GOL!!!🔥🔥🔥 Bomba Otara Kakabadze absolutnie nie do obrony💣💣 📺Końcówka #CRARCZ trwa […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბულის თავური გოლი “პანათინაიკოსის” კარში (ვიდეო)

საბერძნეთის სუპერ ლიგის მე-10 ტურში “ლამიამ” “პანათიაკოსთან” 1-3 წააგო. ანგარიში 35-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა კარგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქეცბაია გუნდიდან ორ ქართველს უშვებს

კვიპროსული “ანორთოსისიდან” თემურ ქეცბაია 2 ქართველ ფეხბურთელს, ნიკა ნინუასა და ნიკა კაჭარავას დაემშვიდობება. “ანორთოსისი” ბოლო...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჯიქია: “მეც არ ვარ ეროვნებით რუსი, ქართველი ვარ”

მოსკოვის “სპარტაკისა” და რუსეთის ეროვნული ნაკრების მცველმა გიორგი ჯიქიამ რუსულ გამოცემა KP.ru-ს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სწორედ ეს მოეწონა სანიოლს ვოლკოვში ყველაზე მეტად”

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა დავით ვოლკოვის შესახებ ისაუბრა. “ვილიმაც თქვა, ჩემ თავზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

წიტაიშვილი: “უცნობი ისტორია ჩემს ყველაზე დიდი გულშემატკივარზე”

საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ბაბუას მიუძღვნა. “უცნობი ისტორია ჩემ […]...
წაკითხვა