სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ცნობილია

თარიღი: ივნისი 6, 2019

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გარიგებულ მატჩებში მონაწილე ფეხბურთელების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. “ვიტ ჯორჯიას” ხუთ მოთამაშეს ფეხბურთში საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა, კლუბი კი 50 000 ლარითა და -6 ქულით დაჯარიმდა.

“კომიტეტმა მოისმინა მატჩის შედეგსა და მსვლელობაზე მანიპულირებაში ბრალდებული ფეხბურთელების საკითხი და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს, გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს სანქციის სახით დაეკისრათ საფეხბურთო საქმიანობის სამუდამო აკრძალვა. ხოლო თავად კლუბს დააკლდა ექვსი ქულა და დაჯარიმდა 50 ათასი ლარით.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის „გურიას“ ორი მოთამაშის (რობერტ იმერლიშვილისა და ირაკლი ბაჯელიძის) საკითხზე, ისევე როგორც, „ჭიათურის“ მოთამაშის (ირაკლი ხუჭუას) საკითხზე და დაადგინა: საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები