სადისციპლინო კომიტეტის მორიგი სხდომა – სანქციები
დღეს, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ძირითად განსახილველ საკითხებად წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე და მეხუთე ტურის მატჩებში მომხდარი დისციპლინარული დარღვევები.
12 სექტემბერს, ზესტაფონი-სამტრედიას მატჩზე მომხდარი ინციდენტის გამო, სკ „ზესტაფონის“ ფეხბურთელს – ჯაბა დვალს მიეცა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა – 600 ლარი (სადისციპლინო კოდექსის 99-ე მუხლი, 1 პუნქტი).
ამავე თამაშში, დისციპლინარული დარღვევის გამო, „სამტრედიას“ ფეხბურთელს – გიორგი დათუნაიშვილს მიეცა 1 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა – 200 ლარი (სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლი, მე-12 პუნქტი).
17 სექტემბერს, გურია-კოლხეთის მატჩის დროს დაფიქსირებულ დისციპლინარულ დარღვევებზე, სადისციპლინო კომიტეტმა სანქციები დაუწესა შემდეგ პირებს:
ომარ გოგონაია („კოლხეთი“, ფეხბურთელი) – 3 თამაში და 600 ლარი (სადისციპლინო კოდექსის 99-ე მუხლი, 1 პუნქტი).
ზაზა ინაშვილი („კოლხეთი“, მთ.მწვრთნელი) – 3 თამაში და 1200 ლარი (სადისციპლინო კოდექსის 99-ე მუხლი, 1 პუნქტი).
სფფ-ის პრესსამსახური