საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია სეოკ-ში

თარიღი: ივნისი 21, 2017

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია. მედიის წარმომადგენლებს ქვეყნის სხადასხვა რეგიონში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ.

საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღინიშნება 1948 წლიდან, ყოველი წლის 23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი) დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით. მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც სოკ-ის და მისი პრეზიდენტის – თომას ბახის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის ასეულ ათასობით მოქალაქე მონაწილეობს.

როგორც ელგუჯა ბერიშვილმა განაცხადა, ბოლო წლებში საერთაშორისო ოლიმპიური დღე საქართველოშიც ფართოდ აღინიშნება და სეოკ-ი აგრძელებს ამ ტრადიციას: “ბუნებრივია, ჩვენი ქვეყანაც უერთდება ამ დიდ ოლიმპიურ ზეიმს. ეს არის კარგი საშუალება საიმისიდ, რომ პოპულარიზაცია გავუწიოთ ოლიმპიურ ფასეულობებს, ჯანსაღი ცხოვრების წესს, სხვადასხვა თაობის რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავაბათ სპორტულ აქტივობებში. სწორედ ამ მიზნით საქართველოს არაერთ რეგიონში ჩატარდება ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ტურნირები, მთავარი ღონისძიება – მასობრივი მძლეოსნური გარბენი კი გაიმართება ბათუმში. ჩვენი ვარაუდით, სამკილომეტრიანი დისტანციის სტარტზე ხუთასზე მეტი მოხალისე დადგება.”

ითქვა, რომ გარბენი სტარტს აიღებს 23 ივნისს, 11 საათზე, ბათუმის ბულვარში, ქვიშის მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ფინიში კი დედაენის კოშკთან იქნება. ადგილობრივი სპორტული სკოლების მონაწილეობით, ასევე მოეწყობა საჩვენებელი გამოსვლები სპორტის რამდენიმე სახეობაში, გაიმართება ოლიმპიური ვიქტორინა.

ოლიმპიური დღის შეჯიბრებებში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, კულტურისა და სპორტის თვალსაჩინო მოღვაწეები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პარლამენტის წარმომადგენლები.

გარბენში ჩაერთვება რვაგზის ოლიმპიელი, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი ნინო სალუქვაძეც: “ჩემი აზრით, პირადი მაგალითი ყველაზე კარგი საშუალებაა ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში ჩასართველად. ამიტომაც მივემგზავრები ბათუმში. ჩემთან ერთად ირბენს კიდევ რამდენიმე ოლიმპიური ჩემპიონი და პრიზიორი. მოვუწოდებ ყველას, დადგნენ ჩვენს გვერდით, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები, დაუმეგობრდნენ სპორტს.”

შეჯიბრების მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომები და სპეციალური მაისურები, გამარჯვებულები კი დამატებით დაჯილდოვდებიან სოლიდური ფასიანი საჩუქრებით, ოლიმპიური ჩემპიონების ავტოგრაფებიანი სპორტული წიგნებით.

პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ბათუმში, ოლიმპიურ გარბენში მონაწილეობას ვერ შეძლებს რიოს ოლიმპიადის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. მას გუშინ საღამოს განუვითარდა მწვავე აპენდიციტი და სეოკ-ის პარტნიორის – კომპანია “ავერსის” კლინიკაში სასწრაფოდ ჩაუტარდა ოპერაცია.

სეო-კის ხელმძღვანელებმა ლაშა ტალახაძეს მალე გამოჯანმრთელება და ახალი სპორტული წარმატებები უსურვეს.

სეოკ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძემ დღეს ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა! (ვიდეო)

ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ დღეს, საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ატაცში 219 კილოგრამი ასწია და ახალი მსოფლიო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოკიოში 15 ათასს სპორტსმენს ელოდებიან

2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ორგანიზატორების ცნობით, ტოკიოში დაახლოებით 15 ათასს სპორტსმენს ელოდებიან. „ოლიმპიური […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების მესამე მოგება

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მესამე მატჩი მოიგო – 22-21 დაამარცხა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გელა ზაალიშვილის იპონი ზაგრების გრან პრიზე საუკეთესოდ დასახელდა (ვიდეო)

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გელა ზაალიშვილის მიერ ზაგრების გრან პრის ფინალში შესრულებული ილეთი ტურნირის საუკეთესო იპონად […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველო მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს

თბილისის სპორტის სასახლეში, 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს 18-31 დამარცხდა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზუსტად 3 წლის წინ: ლაშა შავდათუაშვილის ჟესტი რუსი მეტოქის დამარცების შემდეგ (ვიდეო)

2016 წლის რიოს ოლიპიურ თამაშებზე 73კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იასპარეზებს თუ არა ტედი რინერი მსოფლიო ჩემპიონატზე – საფრანგეთის განაცხადი ცნობილია

ორშაბათს საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციამ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისათვის განაცხადი წარადგინა. ფრანგები ტოკიოში გასამართ მსოფლიო პირველობაზე [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 2019 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისათვის საქართველოს ნაკრების განაცხადი წარადგინა. საქართველოს ვაჟთა ნაკრები მსოფლიო [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის 17-წლამდელთ ჩემპიონატის მეორე მატჩში 23-22 დაამარცხა ფინეთი და ხვალ, თბილისის სპორტის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტალახაძისა და თურმანიძის რეაქცია, როცა მათ PES-ის თამაშისას ტელევიზორი გაუთიშეს (ვიდეო)

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმა სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ის ლაშა ტალახაძესა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველო ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმიზნებს

დღეს გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომა. დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო ევროპის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბექა ღვინიაშვილის საქციელი მას შემდეგ, რაც იაპონელმა მეტოქემ ტრავმა მიიღო (ვიდეო)

28 ივლისს, ზაგრების გრან პრიზე, 90 კგ. წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში ბექა ღვინიაშვილი იაპონელ ნაგასავას დაუპირისპირდა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილმა ჰამბურგის ღია პირველობის მოგების შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს მიმართა (ვიდე

28 ივლისს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის ფინალში რუსი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილი ჩემპიონია! ქართველმა ჩოგბურთელმა ჰამბურგის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო

28 ივლისს გერმანიაში ჰამბურგის ღია პირველობის ფინალური შეხვედრა გაიმართა ნიკა ბასილაშვილსა და ალექსეი რუბლევს შორის. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჩემპიონი ფინალშია! ბასილაშვილმა ზვერევი თავის სამშობლოში დაამარცხა

27 ივლისს ჰამბურგის ღია პირველობის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრა შედგა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ალექსანდერ ზვერევს შორის. […]...
წაკითხვა