საეჭვო მატჩების სიაში საქართველოში ჩატარებული ხუთი შეხვედრა მოხვდა
ორგანიზაცია Federbet-მა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ჩაწყობილი მატჩების გამოვლენაზე მუშაობს ბოლო 10 თვის განმავლობაში ჩატარებული საეჭვო მატჩების სია გამოაქვეყნა.
ლიტვის, ლატვისს, საბერძნეთის, ბულგარეთის, იტალიის და ინგლისი ლიგებთან ერთად, სამწუხაროდ სიაში საქართველოში ჩატარებული ხუთი მატჩიც მოხვდა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელობის განცხადებით ჩაწყობილი მატჩების რაოდენობა გაიზარდა და ოცი პროცენტიტ იმატა. მათივე თქმით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყვეალაზე კორუმპირებული ჩემპიონატი ბულგარეთშია.
საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგებიდან სიაში შემდეგი მატჩებია შეყვანილი:
3.11.2013. უმაღლესი ლიგა. დილა (გორი)-მერანი (მარტვილი) 3:0
დიდი თანხა დაიდო მეტ გოლზე
3.11.2013. უმაღლესი ლიგა. სპარტაკი (ცხინვალი)-ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:1
დიდი თანხა დაიდო მასპინძლის მოგებაზე
3.11.2013. უმაღლესი ლიგა. მეტალურგი -დინამო თბილისი 0:0
დიდი თანხა დაიდო 1X-ზე
3.04.2014. პირველი ლიგა. კოლხეთი ხობი – ბახმარო ჩოხატაური 5:3
მატჩის მიმდინარეობისას დიდი თანხა შევიდა 8 და მეტი გოლის გატანაზე.
4.04.2014. უმაღლესი ლიგა. ტორპედო (ქუთაისი)-დილა (გორი) 0:4
დიდი თანხა სტუმართა მოგებაზე.