“საგარეჯო სუპერსტარსი” ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია (ვიდეო)
17 დეკემბერს, რუსეთში, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სამმა ქართულმა კლუბმა – “შევარდენმა”, “მებრძოლმა” და “საგარეჯო სუპერსტარსმა” მიიღო.
“შევარდენი” “ოქროს ლიგას” ნაადრევად გამოეთიშა, “საგარეჯო სუპერსტარსი” კი ფინალში გავიდა, სადაც რუსულ “იავარა ნევას” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა. შესაბამისად, “საგარეჯო” ევროპის ჩემპიონი გახდა.
რაც შეეხება “მებრძოლს”, ამ კლუბმა გერმანული “აბენსბერგის” დამარცხების შემდეგ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
“საგარეჯოს” ღირსებას იჯატ შიხალიზადა, ბაგრატ ნინიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, რომან მასტოპულოსი, გიორგი კაციაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ლევან მატიაშვილი და გუგა კიბორძალიძე იცავდნენ.
ტრადიციულად, შეხვედრების დასრულების შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა, ბოლოს კი საქართველოს ჰიმნიც აჟღერდა.
იხილეთ ვიდეო