საიმანოვი: “სირცხვილი იქნება თუ ხვიჩას სანაცვლოდ ვერაფერს მივიღებთ”
“რუბინის” გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განაცხადა, რომ ჯერ გუნდს ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ არაფერი მიუღია.
“ვიმედოვნებ, რომ სოლიდარული თანხის გარდა, სხვა ფულსაც მივიღებთ. სირცხვილი იქნება, თუ საერთოდ ვერანაირ მოგებას ვერ ვნახავთ და ცარიელზე დავრჩებით”
“ჰაკსაბანოვიჩის ან დრეიერის სიტუაცია სირცხვილი არ არის? მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია”
“კარგად მახსოვს, როცა ხვიჩა 19 წლის იყო, რას ვსაუბრობდი მასზე. კვარას აქვს ყველაფერი დიდი ფეხბურთის სათამაშოდ – დრიბლინგი, თამაშის წაკითხვის უნარი, სისწრაფე.
მან სულ რაღაც ცოტა ხნის წინ დადო სკოლის ჩანთა და უკვე ფეხბურთელია. ჩვენ დღესაც კარგი ურთიერთობა გვაქვს და კლუბთან სულ კონტაქტზეა” – თქვა საიმანოვმა.
“ნაპოლის” დირექტორის ინფორმაციით, “ნაპოლიმ” კვარაცხელიას ტრანსფერისთვის 10 მილიონი გადაიხადა, როცა 2 წლის წინ “რუბინი” 30 მილიონს ითხოვდა.