საინტერესო: რატომ არ გადავიდა და როგორ ჩარჩა “მუდამ პერსპექტიული ჯანო ანანიძე რუსეთში?

თარიღი: დეკემბერი 5, 2018

26 წლის ჯანო ანანიძე, რომელიც წლებია საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ქართველი ფეხბურთელია, 2009 წლიდან რუსეთში, მოსკოვის “სპარტაკში” თამაშობს. მის ანგარიშზე ამ დროის განმავლობაში 150 მატჩზე და 15 გოლზე მეტი დაგროვდა. ჯანო “მუდამ პერსპექტიულ” ფეხბურთელად ითვლებოდა და მის რუსეთში დარჩენას რამდენიმე განსაკუთრებული მიზეზი აქვს.

ხელფასი, რომელსაც ევროპაში ვერ მიიღებდა

ანანიძე მედიაში გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, წელიწადში 2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, რასაც ევროპაში ჯანო თავიდან ნამდვილად ვერ მიიღებდა.

ტრავმიანობა და ფიზიკური სისუსტე

რუსეთში, სუსხიან ამინდში, როცა ტემპერატურა ხშირად მინუს რამდენიმე გრადუსი გახლავთ, ჩვენებური თავისი ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ანანიძეს რამდენიმე რთული ოპერაცია აქვს გადატანილი და ტრავმების გამო დიდი პერიოდი გაუცდა. შესაძლოა, ფიზიკური სისუსტე, რომელიც ნახევარმცველს კარიერის დაწყებიდან მთავარ პრობლემად ექცა, რომელიმე ევროპულ ჩემპიონატში დაებალანსებინა, მაგრამ როდის უნდა შედგეს ტრანსფერი, როდესაც მას ტრავმა აქვს?

კომფორტის ზონა –  სტატიკური სტაბილურობა

ადამიანის ფსიქოლოგიური განწყობაა, თუ მას მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს მიმდინარე სიტუაცია, არ გარისკოს, მიიღოს საკმაოდ მაღალი ჰონორარი, გარკვეული სათამაშო დრო და შეჩვეული სტაბილურობა არჩიოს ახალ გამოწვევებს.

დღეს ანანიძე სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ რუსულ პრემიერ ლიგაში ასპარეზობა მაინც არ უწევს. ქართველი სათადარიგო სკამზე ყოფნით შემოიფარგლება და ახალი მთავარი მწვრთნელის, ოლეგ კონონოვის სიტყვების მიხედვით, ჯანო ბევრს მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით ის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.

ანანიძეს ზამთრის ან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ალბათ, პრაქტიკულად ბოლო შანსი ექნება ევროპაში გადასვლის და დამტკიცების, რომ მეტი შეუძლია. რამდენიმე წლის წინ თუ უცხოურ პრესას დავეყრდნობით, მისით “არსენალი”, “სევილია”, “ვილიარეალი” და სხვა გამორჩეული გუნდები იყვნენ დაინტერესებულნი. მართალია, დღეს ეს კლუბები ინტერესს აღარ იჩენენ, თუმცა ჯანოს შეუძლია საშუალო დონის ევროპული ნავსაყუდელი მონახოს, მზიანი ამინდით, მისაღები ხელფასითა და სათამაშო სტილით, რომელიც მის ფეხბურთს შეეფერება.

“მუდამ პერსპექტიული” ახალგაზრდა ბიჭი უკვე 26 წლისაა.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ოლივიე ჟირუმ ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

2 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში “ჩელსიმ” სტუმრად “სევილია” 4:0 დაამარცხა. შეხვედრაში ოთხივე […...
წაკითხვა
ფეხბურთი

კავანის პსჟ-სთან ბრწყინვალე გოლამდე სულ ცოტა დააკლდა (ვიდეო)

Cavani hits the bar 🔥 #UCL #MUNPSG Follow @Livestream_102 pic.twitter.com/3mRc46spzL — SportCentre (Livestream) (@livestream_103) December [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარადონას უკანასკნელი შეტყობინება

არგენტინული ტელეარხის გადაცემა Secretos Verdaderos-ის ეთერში დიეგო მარადონას უკანასკნელი შეტყობინება გამოაქვეყნეს.არგენტინელმა ფეხბურთელმა ბოლო მესიჯი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩეზარე პრანდელი კოვიდინფიცირებულია

“ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. 61 წლი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგაზე გრანდიოზულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ

ბრიტანულ გამოცემა Telegraph-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, უეფა ჩემპიონთა ლიგის ფორმატში დიდი ცვლილებები […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” ზიდანის შემცვლელად რაულისა და პოჩეტინოს კანდიდატურას განიხილავს

მადრიდის “რეალის” მიერ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მორიგი მარცხის (2:0 დონეცკის “შახტართან”) შემდეგ, პრესაში აქტიურად იწერებიან ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ შეცვლის ტრავმირებულ ჟერარ პიკეს?

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები ტრავმირებული ჟერარ პიკეს შემცვლელის ძიებაში ანტონიო რუდიგერსა და შკოდრან მუსტაფის მიადგნენ. ინფორმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუსულმა კლუბებმა ევროსარბიელზე მორიგი კრახი განიცადეს

პირველ დეკემბერს მოსკოვის “ლოკომოტივი” საკუთარ კედლებში “ზალცბურგთან” დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონტე: “ჯგუფის ლიდერი დავამარცხეთ, ჯერ კიდევ ბრძოლაში ვართ”

მილანის “ინტერმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში გერმანიაში “გლადბახის” დამარცხება შეძლო (2:3). მატჩის შემდეგ [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზინედინ ზიდანის პირველი კომენტარი “შახტართან” მარცხის შემდეგ

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში დონეცკის “შახტართან” (0:2) ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ასტონ ვილა” – “ნიუკასლი” გადაიდო

ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურში ბირმინგემის “ასტონ ვილასა” და “ნიუკასლ იუნაიტედს” შორის გასამართი მატჩი გადაიდო. შეხვედრა [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიამ კოვიდ 19 დაამარცხა

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ერთა ლიგის ფინალი კორონავირუსის გამო გამოტოვა, კოვიდ 19 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებს უკრაინელი მწვრთნელი ჩაიბარებს?

უკრაინული გამოცემა Footballgazeta-ს ცნობით, უკრაინელმა მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა, შესაძლოა, საქართველოს ნაკრები ჩაიბაროს. ვერნიდუბი რამდენიმე კანდიდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

არგენტინული პესოს ყველაზე მსხვილი ნომინალის ბანკნოტზე მარადონას გამოსახვა სურთ

არგენტინაში გამოვიდნენ ინიციატივით, რომ 10 ათასი პესოს ნომინალის ბანკნოტზე დიეგო არმანდო მარადონას პორტრეტი გამოსახონ. აღნიშნული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სეტიენმა განმარტა, თუ რატომ უჩივის “ბარსელონას” სასამართლოში

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი, კლუბის ხელმძღვანელების მიერ გამოვლენილი დამოკიდებულებით გაწბილებულია. ესპა...
წაკითხვა