საინტერესო სტატისტიკა: სულ რამდენ გრანდს სურს გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირება?

თარიღი: ნოემბერი 25, 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” ამომავალი ვარსკვლავის, გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირებით მსოფლიოს უდიდესი გუნდები არიან დაინტერესებულნი. მათ შორის, კატალონიის “ბარსელონა” და მადრიდის “რეალიც”.

სხვადასხვა უცხოური პრესის მიერ გამოქვეყნებული სტატიებისა და ცნობების საერთო შეჯამებით, ჩაკვეტაძის მიმართ შემდეგი გუნდები იჩენენ ინტერესს: კატალონიის “ბარსელონა”, მადრიდის “რეალი”, მიუნხენის “ბაიერნი”, რომის “ლაციო”, “რომა”, ლონდონის “ტოტენჰემი”, დორტმუნდის “ბორუსია” და ბოლოს, ამ სიას გერმანული “ლაიფციგიც” დაემატა. ჯამში, ჯერჯერობით ამ 8 კლუბის ინტერესის შესახებ გვაქვს საჯარო ინფორმაცია და სია გეომეტრიული პროგრესიით ყოველდღიურად იზრდება.

“გენტი” ჩაკვეს გაყიდვას 20 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები