საჯარიმოების ოსტატი „გაგრადან“ (ვიდეო)

თარიღი: ოქტომბერი 19, 2013

ხშირად გაიგონებთ ფეხბურთის სპეციალისტებისგან – შენებისას საძირკველი უნდა იყოს მყარიო და სავსებით მართალია. ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიექცეს დიდი ყურადღება და ნიჭიერი და პერსპექტიული თაობები ქართველებს მუდამ გვეყოლება.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 2004 წელს საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ დაარსდა, მისი დამფუძნებლების უდიდესი სურვილი იყო ქართული ფეხბურთისთვის ისეთი მომავალი გაეზარდათ, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში მუდამ რომ ითამაშებდნენ.

როდესაც „გაგრა“ დაარსდა, იმავე წელს ახალბედა მწვრთნელმა პაატა გოცირიძემ პატარა ბავშვების გუნდი ჩამოაყალიბა და მათ აღზრდას შეუდგა. მართალია, დღეს პაატა გოცირიძე სხვა გუნდში მუშაობს, მაგრამ მის მიერ ჩამოყალიბებული გუნდიდან „გაგრას“ ძირითად გუნდში გუგა ფალავანდიშვილი და რატი ცაცკრიალაშვილი თამაშობენ. სხვებსაც ჰქონდათ შანსი მოხვედრილიყვნენ ძირითად გუნდში, მაგრამ…

ახლა ერთ-ერთ მათგანზე გვინდა გესაუბროთ, ნახევარმცველ რატი ცაცკრიალაშვილზე, რომელზეც უკვე ხუმრობენ – საჯარიმო დარტყმებს ისე ასრულებს, როგორც პენალტსო და ძნელია არ დაეთანხმო. ნახეთ მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმები და ამაში თავადაც დარწმუნდებით. ჩატარებულ 8 შეხვედრაში რატიმ 7-ჯერ დაარტყა საჯარიმო დარტყმა და აქედან, 3 გაიტანა და 4-ჯერ მეკარემ იხსნა თავისი გუნდი აშკარა გოლისგან. გარდა ამისა, მან ერთი გოლი თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ გაიტანა. რატის საგოლე გადაცემის შესრულებაც შეუძლია, მის ანგარიშზე სამი საგოლე გადაცემაა, მის ერთ პასს კი ჭკუასელის მეკარის საჯარიმოში შეჭრა და პენალტი მოჰყვა, რომელიც რატიმ გოლად აქცია. 8 ჩატარებულ შეხვედრაში ცაცკრიალაშვილის ანგარიშზე 5 გატანილი გოლია და მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება „გაგრას“ ბომბარდირ, თავდამსხმელ აბაიომი ოვონიკოკოს.

რატი 11 ოქტომბერს 20 წლის გახდა და ალბათ, ურიგო არ იქნებოდა თუ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცები ახალბედა ფეხბურთელს ყურადღებას მიაქცევდნენ. გასაგებია, რომ დღეს ნაკრებებში პირველი ლიგიდან ფეხბურთელების გამოძახებისგან თავს იკავებენ, მაგრამ ნიჭიერი ფეხბურთელი არ უნდა დაიჩაგროს, მას გასაქანი უნდა მიეცეს, რათა მომავალში უფრო მაღალ დონეზე თამაში შეძლოს. შესაძლოა მწვრთნელებმა თამაშზე მოსვლა და დასწრება ვერ შეძლონ, მაგრამ ჩვენი გუნდის ვებ გვერდზე ყველა თამაშის რეპორტაჟი მიმდინარეობს, შემდეგ ჩანაწერის განთავსებაც ხდება და იქნებ თვალის შევლება ღირდეს…

„გაგრა“ უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის და სწორედაც რომ რატის და მისი ტოლი ბიჭების იმედად ვართ, რომელნიც ქართული ფეხბურთის მომავალს წარმოადგენენ, მათ აღზრდას დიდ ენერგიას და თანხებს ვახმართ.

ბევრი ფეხბურთელი ვიცით, რომელთაც ჭაბუკობაში შეძლეს თავის გამოჩენა, მაგრამ ნიჭი ნიჭად დარჩათ, ვინაიდან ზოგს „თავში აუვარდა ტალანტობა“, ზოგს ოფლისღვრა დაეზარა და გამდიდრება უვარჯიშებლად მოინდომა…

„გაგრაში“ ასე ნამდვილად არაა. ამ ბიჭებს არც გასაგიჟებელი ხელფასები აქვთ, არც სუპერ პრემიები. უბრალოდ, ისინი თავისი მომავლისთვის, უკეთესი მომავლისთვის თამაშობენ. სურთ, რომ ქვეყანას გამოადგნენ და ევროპულ გუნდებში იასპარეზონ. არც ერთ მათგანს, თავში აზრად არ მოუვა, რომ უკვე „შემდგარი ვარსკვლავები“ არიან და მეტი აღარ უნდა იშრომონ. რაც მათ სხვებისგან გამოარჩევთ, სწორედაც რომ უბრალოება და შრომისმოყვარეობაა.

ალბათ, ჩვენი მკითხველისთვის უინტერესო არ უნდა იყოს თავად რატი რას ფიქრობს მის გუნდზე, მომავალზე:

– ერთი ის ვიცოდი, რომ შანსი უნდა გამომეყენებინა. დღიდან „გაგრას“ დაარსებისა, ამ გუნდში ვარ და გული ჯერ არსად მიმიწევს. ჯერ უნდა დავიმსახურო და მერე ვიფიქრებ წასვლაზე. ხოლო თუ დავიმსახურებ, ამ გუნდს ისეთი მეპატრონე ჰყავს, ვიცი რომ არ დამჩაგრავს. „გაგრასთვის“ უნდა დავიხარჯო ბოლომდე, მიზნის მიღწევაში დავეხმარო და უმაღლეს ლიგაში გადავიდეთ. ჯერ ეს გუნდია ჩემს გულში და რა იქნება ხვალ და ზეგ, ამას მომავალი გვიჩვენებს.

– შანსი გასულ სეზონშიც გქონდათ…
– იცით, სულ სხვაა როდესაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი მოგეცემა და სულ სხვაა, როდესაც შეცვლაზე შედიხარ. მე არ ვამბობ იმას, რომ მაშინ თავი დავზოგე და არ დავიხარჯე. უბრალოდ, სულ სხვა შეგრძნებაა, როდესაც სასტარტო შემადგენლობაში ხარ. ქობულეთის „შუქურასთან“ შეხვედრაში გოლიც გავიტანე და პენალტიც ჩემი გადაცემის შემდეგ დაინიშნა, მაგრამ შეცდომა დავუშვი, რასაც ჩვენ კარში გოლი მოჰყვა და მეორე ტაიმში მინდორზე აღარ გამოვსულვარ. კი არ მეწყინა რომ შემცვალეს, უბრალოდ მივხვდი, რომ მომავალში ამგვარი შეცდომა აღარ უნდა დამეშვა. თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. 20 წლის ერთი კვირის წინ გავხდი, მაგრამ პატარა ნამდვილად აღარ მეთქმის, ჩემი ასაკის ფეხბურთელები ნაკრებებში, დიდ გუნდებში ასპარეზობენ და მეც ჩემი შანსი უნდა გამოვიყენო. იმ თამაშის შემდეგ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ მარტო ნერვიულობით საქმეს ვერ უშველი. შემდეგ თამაშებში უნდა გამოასწორო შეცდომა. ოზურგეთის „მერცხალთან“ გვქონდა თამაში, 5:2 მოვიგეთ, 2 გოლი გავიტანე, თუმცა უფრო მეტი შემიძლია…

DSCN4085– ჯარიმების ოსტატი ხართ…
– გუგა ფალავანდიშვილიც კარგად ურტყამს ჯარიმებს…

– მაგრამ თქვენ უკვე სამჯერ გაიტანეთ ჯარიმიდან…
– დიახ, მაგრამ ეს ნამდვილად ბევრი მუშაობის შედეგია. სულ ვვარჯიშობ. ვარჯიშების შემდეგაც ვრჩები მინდორზე, ვურტყამ. მერე სახლთან ქვემოთ სტადიონი გვაქვს, იქაც ჩავდივარ და ბურთის ტრაექტორიაზე და დატრიალებაზე ვვარჯიშობ. ვცდილობ ზუსტად იქ დავარტყა, სადაც ყველაზე დაუცველია და მეკარეს მოგერიების მინიმალური შანსი აქვს.

– უპირატესობას მაინც ტექნიკურ დატყმას ანიჭებთ…
– დიახ, მაგრამ ძლიერადაც ვურტყამ. როდესაც ვვარჯიშობ, ვცდილობ დარტყმის ძალა და ბურთის ტრაექტორია შესაბამისობაში იყოს მოსული, სხვაგვარად კარშიც შეიძლება ვერ მოახვედრო.

– ვისი დარტყმის სტილია?
– (იცინის) ახლა რომ გითხრათ ანდრეა პირლოს გავლენაა-თქო, დამიჯერებთ? ჩემი კუმირია დელ პიეროსთან ერთად, მაგრამ ვერც პირლო და ვერც დელ პიერო გიშველის, თავად თუ ვერ შეასრულე დარტყმა.

– ხუთი გოლი უკვე გაიტანეთ, აქედან 3-ჯერ ჯარიმიდან. რომელ გოლს გამოარჩევდით?
– ალბათ, თერჯოლაში „საპოვნელასთან“ გატანილი ყველას სჯობდა…

– მწვრთნელზე რას გვეტყოდით?
– პირველ რიგში, დიდი მადლობა უნდა ვუთხრა შანსი რომ მომცა. სეზონის დაწყების წინ მითხრა კიდევაც, რატი ახლა შენ იმ ასაკში ხარ, როდესაც თავი უნდა წარმოაჩინო და პროგრესი გქონდესო. ჩათვალეთ, მე ჯერ არაფერი გამიკეთებია. თითოეული ფეხბურთელის წარმატება მაშინ არის დასაფასებელი, როდესაც გუნდი აღწევს წარმატებას და გამარჯვებულია. ძალიან მინდა უმაღლეს ლიგაში „გაგრას“ სახელით ვითამაშო. ზვიად ჯელაძემ ერთი წლის წინ მომკიდა ხელი და სწორედ მან შთამინერგა ის აზრი, რომ დიდი ფეხბურთის თამაში შემიძლია. მეორე გუნდის მწვრთნელმა გაგა კირკიტაძემ პირადად მიმიყვანა ზვიად ჯელაძესთან და რეკომენდაცია გამიწია.

– „გაგრა“ ახლა მისთვის უჩვეულო, მეხუთე საფეხურზე იმყოფება…
– სულ რაღაც სამი ქულა გვაშორების ფოთის „კოლხეთს“. ცხრილის სათავეში მყოფ გუნდებს ერთმანეთში ახლა უწევთ თამაში და ქულებსაც ნელ-ნელა კარგავენ. მოგება ქობულეთშიც შეგვეძლო და მიუხედავად იმისა, რომ თერჯოლაში წავაგეთ, იქაც სამ ქულას ვიმსახურებდით. ვერ გამოვიყენეთ საგოლე მომენტები და დავისაჯეთ. ორჯერ დაგვირტყეს და ორჯერ გაგვიტანეს. აი, რაც შეეხება ხარაგაულში თამაშს, იქ ხომ საერთოდ – პენალტი არ დაგვისნეს, გოლი არ ჩაგვითვალეს, თავადაც ვერ გამოვიყენეთ მომენტები…

– „გაგრამ“ შინ ქულათა მაქსიმუმი აიღო…
– შინ განსაკუთრებით კარგად ვთამაშობთ, მეტოქეს შანსს არ ვუტოვებთ. მინდორი იდეალურ მდგომარეობაში არაა, მაგრამ იმას კი ნამდვილად სჯობს, სადაც გვიწევს ხოლმე სტუმრად თამაში. დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილ 4 შეხვედრას „გაგრა“ მოიგებს. აქედან, ერთი სტუმრად ფოთის „კოლხეთთან“ გვიწევს, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნებაა კარგ მინდვრის საფარზე თამაში. „გაგრაში“ ტექნიკურ ფეხბურთს ვანიჭებთ უპირატესობას და დამიჯერეთ, ფოთში ნამდვილად განსაკუთრებულად ვითამაშებთ. შევეცდებით სეზონი პირველ ადგილზე დავასრულოთ.

FCGagra.GE



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო – კვარაც?

“ნაპოლის” ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო და გუნდთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ოსიმენმა განცხადება გაავრ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გააკეთა პაატა ღუდუშაურმა, რამაც “ტორპედოს” ფანები განარისხა? (ვიდეო)

ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” 0-3 დაამარცხა. პაატა ღუდუშაურმა მე-3 გოლი გაიტანა და “ტორპედოს” ფანების წინ, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთი ოჯახი! ძმობა! როგორ დაიცვა ოსიმენმა კვარა (ვიდეო)

“უდინეზესთან” პენალტის დანიშვნის მომენტში კვარა წაიქცა და მასთან “უდინეზეს” მცველი უხეშად მივარდა. ეს ოსიმენმა დაინახა [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: “კვარამ გარსიას პოსტი გადაურჩინა”

“ნაპოლიმ” “უდინეზე” 4-1 გაანადგურა და კვარამ საუკეთესოდ ითამაშა. გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და პენალტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელიამ 7 თვის შემდეგ შეაგდო და გაგიჟდაა (ვიდეო)

კვარაცხელიამ ძალიან დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ “უდინეზეს” გაუტანა. ყველაფერი თვითონ შექმნა და შეასრულა. ⚽️🇮🇹 GOAL […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარგი ამბავი კვარასთვის – ლაურენტისმა პირადად მოსთხოვა გარსიას

ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას პირადად მოსთხოვა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუი სერიოზულად დაფიქრდა – 15 მილიონი

იტალიური მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს “ალ-ნასრი” “ნაპოლის” მარცხენა მცველის, მარიო რუის დამატებით არის დაინტერესებული. რუის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოჯი: “ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ერთი რამე შეუძლია”

“იუვენტუსის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, თუმცა უარყოფითად. “კვარაცხელია უდავოდ ნიჭიერია, მაგრამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯერ მარუშიჩი, ახლა იმრანი – “დინამოს” მორიგი ლიდერი გაექცა

1 წლის წინ სერბმა თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა ეროვნულ ლიგას დასცინა, “დინამოც” უნებართვოდ დატოვა, როცა კონტრაქტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” კვარას სანაცვლოდ 100 მილიონს იხდის

Gazzeta Dello Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” მზად არის “ნაპოლის” ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ხვიჩას ფული არ აინტერესებს, მხოლოდ თამაში უნდა”

იტალიურ პრესაში კვლავ აქტიურად განიხილავენ “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას დამოკიდებულებას ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. ჯერ [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: გარსიამ ხვიჩას აჩვენა, თუ ვინ არის ბოსი

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ “ბრაგას” წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან 66-ე წუთზე გაიყვანა, მიუხედავად იმი...
წაკითხვა
ფეხბურთი

საბოლოოდ – რა ხდება კვარას კონტრაქტზე?

უკვე რამდენიმე თვეზე მეტია იწერება, რომ ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლისთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს და 1.2 მილიონი ევროდან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად არის ნეიმარი? თომა ტაბატაძემ “ალ ჰილალს” გაუტანა (ვიდეო)

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ნეიმარის “ალ ჰილალი” თომა ტაბატაძის “ნავბაჰორს” ეთამაშება. ნეიმარის მხარდამხარ მიტროვიჩი და მალკომიც [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: ცნობილია მიზეზი, თუ რატომ “აღარ” თამაშობენ კვარა და ოსიმენი

იტალიური მედია აქტიურად განიხილავს “ნაპოლის” წარუმატებლად დაწყებულ სეზონს და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ახალ მწვრთნელს, […]...
წაკითხვა