საკალათბურთო “აკადემია” საბონისის სკოლასთან ითანამშრომლებს
საკალათბურთო კლუბი ”აკადემია” ლეგენდარული ლიტველი კალათბურთელის, არვიდას საბონისის კალათბურთის ცენტრთან ითანამშრომლებს, რომელიც ლიტვაში და ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული საკალთბურთო ცენტრია.
მემორანდუმის გასაფორმებლად თბილისში საბონისის საკალათბურთო ცენტრის დირექტორი, არვიდას საბონისის ძმა ანდრიუს საბონისი და სკოლის ერთ-ერთი მწვრთნელი აურიმას იასილიონისი ჩამოვიდნენ.
თბილისური ვიზიტის ფარგლებში ლიტველი სპეციალისტები სუპერლიგის მატჩებს დაესწრებიან, ქართველ მწვრთნელებს გაუწევენ კონსულტაციას და ახალგაზრდა კალათბურთელებსაც ჩაუტარებენ ვარჯიშებს.
დღეს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კი სამომავლოდ თანამშრომლობა ქართველი მწვრთნელების ლიტვაში სტაჟირებას და მომზადებას გულისხმობს. გარდა ამისა, ზაფუხულში ქართული გუნდების ტურნირებზე გამგზავრებაც იგეგმება.
ანდრიუს საბონისი: “აკადემიას” ჩვენს გამოცდილებას გავუზიარებთ. გაცვლითი პროგრამები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ლიტვაში ჩვენი სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა. ყველა ასაკობრივ გუნდში 3 გუნდი გვყავს, რომლებიც საუკეთესოები არიან. საქართველოში კალათბურთი ნორმალურ დონეზეა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს და თბილისში ყოფნის პერიოდში ადგილობრივ ვითარებას მაქსიმალურად გავეცნობით.
აურიმას იასილიონისი: “ჩვენს სკოლაში ფიზიკურ მომზადებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიწებთ. ყველა მოთამაშე ინდივიდუალური პროგრამით ემზადება, რაც საერთო შედეგზე დადებითად აისახება”.