საკანდელიძე-ქორქიას მემორიალი საინტერესოდ დაიწყო

თარიღი: იანვარი 26, 2015

ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სტარტი აიღო ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალურმა ტურნირმა. აღნიშნული შეჯიბრება 2006 წლიდან ტარდება და მასში სუპერლიგის გუნდები მონაწილეობენ.

წელს მემორიალში სუპერლიგის რვავე გუნდი თამაშობს, რომლებიც ჯგუფებში პირველი წრის შედეგების მიხედვით გადანაწილდნენ. ფინალში ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ და სატიტულო მატჩს საკანდელიძე-ქორქიას მშობლიური ქუთაისი უმასპინძლებს.

დღეს ჯგუფური ეტაპის პირველი ტური გაიმართა და საკმაოდ საინტერესო შედეგებიც დაფიქსირდა. პირველ შეხვედრაში მაყურებელმა უშეღავათო ბრძოლა იხილა. ერთმანეთს მემორიალის გასული წლის გამარჯვებული „დინამო“ და „მგზავრები-არმია“ დაუპირისპირდნენ. დინამოელთა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ ახალგაზრდებს დიდი სათამაშო დრო დაუთმო, შედარებით გამოცდილი კალათბურთელები კი ბოლოს დატვირთა, როცა მის გუნდს წაგების რეალური საფრთხე დაემუქრა.

ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, ხოლო დამატებით 5-წუთეულში არანაკლებ დააბული ბრძოლა გაიმართა. საბოლოოდ დინამოელებმა 1 ქულით – 72:71 მოიგეს. ბომბარდირი ახალბედა ბექა ღუდუშაური გახდა, რომელმაც 14 ქულა მოაგროვა. 13 ქულა ჰქონდა ილია ლონდარიძეს, გიორგი ორმოცაძეს 10, ხოლო დამარცხებულთაგან 20 ქულითა და 11 მოხსნით რევაზ ათანელიშვილი გამოირჩა.

მეორე მატჩში ბრძოლა არ შედგა. „რუსთავმა“ ყველა პერიოდი მოუგო 2 ლეგიონერით გაძლიერებულ „სოხუმს“ და საბოლოოდ 16-ქულიანი გამარჯვება მიითვალა – 72:56. გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო რუსთაველმა აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც 26 ქულა და 23 მოხსნა დააგროვა. 16 ქულა მიითვალა მიხეილ ჭოჭუამ, ხოლო რუსთაველთა ახალწვეულმა ლეგიონერმა, ნორვეგიელმა ტერენს ოგლსბიმ დებიუტი 14 ქულით აღნიშნა.

ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა მემორიალის რიგით მესამე შეხვედრაში. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა „ოლიმპმა“ ძალიან იოლად – 80:61 დაამარცხა „ქუთაისი“. როგორც ჩანს, ოლიმპელებს დიდად წაადგათ ლატვიური შეკრება და გამოადგათ სერბი ლეგიონერი მარკო დუიკოვიჩი, რომელმაც პირველ ტაიმში დიდად განაპირობა კაზანჯიანის გუნდის დაწინაურება.

მესამე პერიოდში „ოლიმპის“ უპირატესობამ 20-ქულას მიაღწია, მე-4-ში კი ამ ნიშნულს გადააჭარბა და თამაში ისე ჩამთავრდა, გასული წლის თასისა და სუპერთასის მომგენ „ქუთაისს“ გამარჯვების მიზერული შანსიც არ მისცემია. „ოლიმპში“ 26 ქულით ბომბარდირი ნოდარ გოგოძე გახდა, ხოლო ხსენებულ მარკო დუიკოვიჩს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 13 ქულა, 9 მოხსნა.

დღის ბოლო შეხვედრაში შედარებით თანაბარი გუნდები შეხვდნენ. „შსს-აკადემიასა“ და „ბათუმის“ დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ზღვისპირელები მთავარი მწვრთნელის, მიხეილ კობეშავიძის გარეშე თამაშობდნენ, რომელმაც გუნდი პირადი გადაწყვეტილების გამო დატოვა.

ბათუმელები მესამე პერიოდში 15 ქულით ჩამორჩნენ, თუმცა სწრაფი და ზუსტი თამაშის წყალობით გათანაბრება და წინ გასვლაც კი მოახერხეს. ბოლო წუთებზე აკადემიელებმა მეტი მობილიზებით ითამაშეს და 6 ქულით დაწინაურდნენ. ზღვისპირელებს გათანაბრების შანსი კვლავ მიეცათ, მაგრამ გადამწყვეტი სროლა ვერ ჩააგდეს, ერთ-ერთ ეპიზოდში კი მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტეს და ტექნიკური ჯარიმის გამო თამაში წააგეს – 69:72.

„შსს-აკადემიაში“ 15 ქულით და 14 მოხსნით საუკეთესო ნიკა მეტრეველი იყო, ხოლო გიორგი ცინცაძეს ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა – 13 ქულა და 9 პასი მიითვალა. ბათუმელთაგან 20 ქულით ბომბარდირი ბიბ ჯინ  იანგი გახდა, ხოლო კრის ფელჩერმა 14 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

ხვალ, საკალათბურთო აკადემიაში ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის 4 შეხვედრა გაიმართება.

 

მატჩისშემდგომი კომენტარები

დინამო – მგზავრები-არმია   72:71

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩავატარეთ, ჩვენ არც შეკრება გაგვივლია და ამიტომ, დღეს არ იყო იოლი თამაში. ყველას მივეცი შანსი, ჩემთვის მთავარი სწორედ ისაა, რომ მეორე წრის დაწყებამდე უკვე საბოლოოდ ვნახო, ვის რა შეუძლია, სად გვაქვს სისუსტეები და სად გვჭირდება გაძლიერება. ეს ტურნირი ჩვენთვის სწორედ ამას ემსახურება.

ანატოლი ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): საინტერესო და დაძაბული შეხვედრა იყო. ბოლო წუთებში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით, დაცვაში და ამის გამო წავაგეთ. თუმცა, მაინც კმაყოფილი ვარ და მინდა ბიჭებს დიდი მადლობა ვუთხრა.

 

რუსთავი – სოხუმი 72:56

მიხეილ ბერუაშვილი(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მოვილოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. ძალიან კარგად ითამაშეს ბიჭებმა და დამსახურებულად გაიმარჯვეს. შევეცდებით, ასე გავაგრძელოთ.

ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): „რუსთავი“ ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდია. ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა – გუნდში ფაქტობრივად ყველა ტრავმირებულია – ჯგერენაია, შვანგირაძე, ჩლაიძე, დეკანოიძე… ლეგიონერები კი სულ რაღაც სამი დღეა რაც ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ და 6 თვის უთამაშებლები არიან.  ვფიქრობთ, გამოვასწორებთ ყველაფერს. ეს ტურნირი კარგად დაგვანახებს ჩვენს ხარვეზებს და უკეთ მომზადების საშუალებას მოგვცემს.

 

ქუთაისი – ოლიმპი 61:80

გია კაზანჯიანი („ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი): ჩვენზე გაცილებით ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და კმაყოფილი ვარ შედეგით. ლატვიაში გავლილმა შეკრებამ მეტი სითამამე შეგვძინა და ახლა, წინა მატჩებისგან განსხვავებით, თავისუფლად ვთამაშობთ. შეკრებაზე საკმაოდ ძლიერ გუნდებს ვეთამაშეთ და ჩვენი თამაში ბევრად გავაუმჯობესეთ. ბიჭები ფიზიკურადაც კარგ ფორმაში არიან.

მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): მემორიალში ჩვენი მონაწილეობის საკითხი ბოლო დღებში გადაწყდა, გუნდი ფაქტობრივად უთამაშებელია  და მე-2 წრისთვის სათანადოდ ვერ მოვემზადეთ. ერთ-ერთ ინტერვიუში აღვნიშნეთ კიდეც, რომ ამ ტურნირში იძულებით ვასპარეზობთ და ეს შედეგიც აქედან გამომდინარეა. უფრო მეტად ფსიქოლოგიურმა მხარემ განაპირობა ეს მარცხი, ვიდე ფიზიკურმა, თუმცა „ოლიმპი“ შესანიშნავი გუნდია და დღეს ჩვენზე ბევრად უფრო მოტივირებულიც აღმოჩნდა.  მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა შეხვედრაც არ უნდა იყოს, ყველა მატჩიდან გარკვეული დასკვნა უნდა გამოვიტანოთ და გავაანლიზოთ ჩვენი შეცდომები. ასე რომ დღევანდელი მატჩი ჩვენთვის საკმაოდ დასაფიქრებელი  და კარგი გაკვეთილი იქნება.

 

შსს აკადემია – ბათუმი 72:69

ლაშა ოჩხიკიძე („ბათუმის“მწვრთნელი): შეხვედრის პირველ ნახევარში დაცვაში გარკვეული შეცდომები გვქონდა, თუმცა მეორე ტაიმში გამოვასწორეთ ხარვეზები და რომ არა მსაჯის შეცდომა ბოლო წამებზე, ალბათ შეხვედრას ჩვენს სასარგებლოდ დავასრულებდით. ამასთან ტრავმირებულ მოთამაშეებს (ლევან ელიაძე, ავთანდილ ელიაშვილი) დღეს მამუკა ბოლქვაძეც დაემატა.

 

კოტე ტუღუში (შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): საახალწლო შესვენებების შემდეგ 1-ლი შეხვედრა ჩავატარეთ და მოუმზადებლები ვიყავით როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე არ უნდა ყოფილიყო ასეთი დრამატული შეხვედრა,  თუმცა ბოლო, მეოთხე პერიოდში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. რაც მთავარია, საბოლოოდ გავიმარჯვეთ და ახლა „მგზავრები-არმიასთან” დაპირისპირებისთვის ვემზადებით.

superleague.ge



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა