სახო ერთ თვეს გამოტოვებს
“ლივერპულის” ფეხბურთელი, მამადუ სახო თავის კლუბს უახლოეს მომავალში ვერ დაეხმარება. შეგახსეებთ, რომ ფრნგი მცველი “ბლექბერნთან” სათასო შეხვედრის დროს დაშავდა, რის გამოც მატჩის დასრულება ვერ შეძლო.
ВВС-ის ცნობით, სახოს ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუებს და ის ლაზარეთში 3-4 კვირას გაატარებს.
ასეთი დიაგნოზი ნიშნავს, რომ მამადუს “ნიუკასლთან”, “ვესტ ბრომვიჩთან”, “ჰალ სიტისთან” და ქპრ-სთან გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს. გამორიცხულია მისი თამაში “ასტონ ვილასთან” სათასო დაპირისპირებაშიც.