სახო წლის ბოლომდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს
„ლივერპულის“ ტრავმირებულმა მცველმა მამადუ სახომ სპეციალურ აღდგენით ცენტრში ვარჯიში დაიწყო. როგორც „წითლების“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა აღნიშნა, ფეხბურთელის ტრავმა მოსალოდნელზე ნაკლებად მძიმე აღმოჩნდა, ამიტომ 25 წლის ფრანგი გამოჯანმრთელებას 2015 წლის ბოლომდე შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ სახომ ტრავმა „კრისტალ პალასთან“ მატჩში მიიღო.