სახომ ბოდიში მოიხადა
“ლივერპულის” მცველი მამადუ სახო “ევერტონთან” გასამართი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა, რის გამოც მოთამაშემ ემოციები ვერ შეიკავა და პროტესტის ნიშნად სტადიონი მატჩის დაწყებამდე დატოვა.
“ვაღიარებ, რომ არასწორად მოვიქეცი. მსურს კლუბსა და გულშემატკივრების წინაშე ბოდიში მოვიხადო” – განაცხადა სახომ.
24 წლის ფრანგმა მცველმა პრემიერლიგის მიმდინარე გათმაშებაში 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთელი “ლივერპულის” ღირსებას 2013 წლიდა იცავს.