სახომ მუხლი დაიზიანა
25 წლის ფეხბურთელი უახლოეს შეხვედრებში თავისი გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს.
მოგეხსენებათ, მამადუ სახო “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ გამართულ ინგლისის პრემიერ ლიგის გასული ტურის შეხვედრაში დაშავდა, სადაც მისი გუნდი ანგარიშით 1-2 დამარცხდა.
როგორც ცნობილია, დღეს ფრანგი მცველი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ცნობილი გახდება მისი მუხლის ტრავმის სიმძიმე და გამოჯანმრთელების სავარაუდო თარიღი.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა, სახოს ნაცვლად “სენ-ეტიენის” მცველი ლოიკ პერენი გამოიძახა.
შეგახსენებთ, უახლოეს დღეებში ფრანგები ინგლისისა და გერმანიის ნაკრებებს ამხანაგურ შეხვედრებში დაუპირისპირდებიან.