სახოს ერთი თვის გამოტოვება მოუწევს
ფრანგი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
“ჩემი დაზიანება არც ისე ძალიან სერიოზულია. ვფიქრობ, სრულად გამოჯანმრთელებას და მოედანზე დაბრუნებას დაახლოებით 4-6 კვირის შემდეგ მოვახერხებ”, – აცხადებს მამადუ სახო.
“მაქვს მკაფიო მიზანი – განვაახლო თამაში, რაც შეიძლება სწრაფად. არაფრის შეცვლა შემიძლია და ეს ძალიან რთულია. ვფიქრობ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, მუშაობა განვაგრძო და ფიზიკური მდგომარეობა აღვიდგინო”, – დაასრულა ფრანგმა მცველმა.