“საკუთარ თავს მოჰკითხოს” – გენტი/ “აღარც ვარჯიშობს” – ჰამბურგი | რა ხდება?
2021 წლის 30 ნოემბერი. “გენტის” მთავარი მწვრთნელი ჰეინ ვანზაჰებრუკი:
“ის, რომ ის განაცხადში არ არის, ეს მხოლოდ მისი ბრალია. როცა შანსი გაქვს, უნდა გამოიყენო. საკმაოდ ნიჭიერია, რომ მუდამ იყოს შემადგენლობაში. ვარჯიშებზე თუ ნახოთ, ზოგჯერ არის დღეები, საერთოდ არაფერს აკეთებს. უკაცრავად, მაგრამ პრობლემებს თავად იქმნის. თუ სურს რამეს მიაღწიოს და ტალანტი არ დაკარგოს, რაღაც უნდა შეცვალოს და გადატვირთოს”
2022 წლის 4 მაისი. “ჰამბურგის” მთავარი მწვრთნელი ტიმ ვალტერი:
“უეჭველია, მას კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ ვარჯიშზე ისე უკვე აღარ აქტიურობს, როგორც ადრე. მისგან მეტი სიცოცხლისუნარიანობა მაკლია. მართლა კარგი ბიჭია, ვცდილობ, ბევრი ვესაუბრო, თუმცა რთულია რამე შედეგამდე მივიდეთ. აუცილებლად უნდა გადადგეს ნაბიჯი წინ და სირცხვილი იქნება, თუ ამას არ გააკეთებს ან ამის სურვილსაც არ გამოთქვამს”
საუბარი, რა თქმა უნდა, გიორგი ჩაკვეტაძეზეა, რომელსაც, ფაქტია, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ჩაკვე ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, მაგრამ დრო უკვე 2 წელზე მეტია იკარგება და იმით ნუგეში რომ ახალგაზრდაა, არაფერს მოგვიტანს.
როგორც ჩანს, “ჰამბურგი” მის გამოსყიდვას არ აპირებს და იქ მოუწევს დაბრუნება, საიდანაც წამოსვლას 2 წელზე მეტი ცდილობდა. კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და მინიმუმ კიდევ ერთი წელი ბელგიაში დარჩება თუ რამე არ შეიცვალა.
მისი საფეხბურთო კარიერა თბილისის “დინამოში” დაიწყო და იქნებ, როგორც ხვიჩას, ზურიკოს, საბას მოუწიათ ეროვნულ ლიგაში დაბრუნება, გიორგიც დაბრუნდეს 1 სეზონით, ნახევარი სეზონით, იპოვოს თავისი თავი და შემდეგ წავიდეს ევროპაში?
აქ მას განსაკუთრებულად შეუწყობენ ხელს, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება, ფსიქოლოგიური დახმარება ფსიქოლოგისა და ახლობლების მხრიდან და სხვა მრავალი რამ.
უბრალოდ, ყველაფრის ახალი ფურცლიდან დაწყება…”საკუთარ თავს მოჰკითხოს” – გენტი/ “აღარც ვარჯიშობს” – ჰამბურგი