საკვალიფიკაციო დასრულდა, წინ ევრობასკეტია…

თარიღი: აგვისტო 30, 2014

მაშ ასე – დასრულდა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელმაც ტურნირის მონაწილეთა რიცხვი ბოლომდე შეავსო. 10-დან 27 აგვისტოს ჩათვლით გამართულმა შესარჩევმა ტურნირმა მანამდე ცნობილ 11 ნაკრებს 13 დაუმატა და შეიკრა ის 24 გუნდი, რომლებიც 2015 წლის სექტემბერში კონტინენტის პირველობაზე ითამაშებენ.

გასარკვევი დარჩა მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის ვინაობა. 8 სექტემბერს, ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობა იმ ქვეყანას, ან ქვეყნებს დაასახელებს, სადაც ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. კანდიდატი 8 ქვეყანაა – თურქეთი, საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი, ლატვია, პოლონეთი, ისრაელი და ხორვატია. როგორც თავში ვთქვით, არაა გამორიცხული, რომ ფიბა-ევროპამ ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება რამდენიმე ქვეყანას ზიარად მისცეს.

ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის საგზურები სამ ეტაპად განაწილდა: პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ევრობასკეტ 2013-ზე და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

ევრობასკეტზე გასული პირველი ქვეყანა ესტონეთია, რომელმაც ეს საგზური 2013 წლის აგვისტოში მოიპოვა.როცა ფიბა-ევროპამ „ა“ და „ბ“ დივიზიონები გააერთიანა, იმ ციკლში სლოვენიაში ევრობასკეტი ტარდებოდა. შესაბამისად, ქვედა ეშელონის ქვეყნების წარმომადგენლები უსაქმოდ რჩებოდნენ გამომდინარე იქიდან, რომ „ბ“ დივიზიონის გაუქმებასთან ერთად „ა“ დივიზიონში გადასასვლელი მატჩების ჩატარების აუცილებლობა აღარ იყო. ამიტომ ფიბა-ევროპამ „ბ“ დივიზიონის ყოფილ წევრებში გაათამაშა მომავალი, 2015 წლის ჩემპიონატის 1 საგზური, რომელიც ესტონეთმა მოიგო.

სლოვენიაში 2013 წელს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო შვიდმა (საფრანგეთი, ლიტვა, ესპანეთი, ხორვატია, სლოვენია, უკრაინა, სერბეთი) გუნდმა, ასევე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე (უაილდ ქარდით) მოხვედრილმა ნაკრებებმა – ფინეთმა, თურქეთმა და საბერძნეთმა 2015 წლის ევრობასკეტის საგზურები მიიღეს.

ასე და ამგვარად, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ევრობასკეტის 11 მონაწილე იყო ცნობილი. შესაბამისად, ახლახან დასრულებულმა შესარჩევმა ტურნირმა კიდევ 13 გუნდი გამოავლინა და ევრობასკეტის მონაწილეთა რიცხვი 24-ამდე შეივსო.

საბედნიეროდ, ამ რიცხვში მოხვდა საქართველოს ნაკრები, რომელმაც E ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეორეზე გასული ჩეხეთიც გავიდა ევრობასკეტზე, რადგან მისი მონაცემები არ აღმოჩნდა ყველაზე უარესი. დებულების თანახმად, 7 ჯგუფის გამარჯვებულთან ერთად ევრობასკეტის საგზურს 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი იღებდა.

ეს 1 უიღბლო მეორეადგილოსანი, რომელიც ევროპირველობის ფინალური ეტაპის მიღმა დარჩა, რუმინეთია. რუმინელებმა იმდენივე ქულა დააგროვეს, რამდენიც სხვა ჯგუფებში მეორეზე გასულმა ჩეხეთმა, ჰოლანდიამ, ისლანდიამ და რუსეთმა, თუმცა ბურთების შეფარდება ყველა ჩამოთვლილზე უარესი ჰქონდათ.

საქართველოს ნაკრებისთვის ახლახან დასრულებული ევროსაკვალიფიკაციო ეტაპი საუკეთესო იყო. აქამდე ჩვენი ნაკრები ერთხელაც არ გასულა ჯგუფში პირველ ადგილზე – 2010 და 2012 წლებში ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა ფინალურ ეტაპზე მოხვედრა მაინც მოახერხა. ბოლო ციკლში საქართველოს ნაკრებს 3 წამყვანი მოთამაშე აკლდა – მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი შერმადინი და ნატურალიზებული რიკი ჰიკმანი. მიუხედავად ამისა, ქართველებმა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება მოახერხეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მესამედ გავიდნენ.

რამდენიმე დღეში შევიტყობთ, თუ სად ჩატარდება 2015 წლის ევროპის პირველობა, ხოლო სავარაუდოდ იანვარში ევრობასკეტის მონაწილეები წილისყრის შედეგად ჯგუფებში განაწილდებიან და შედგება კალენდარი.

gbf.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში ჩატარებულ პირველ ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო (ვიდეო)

23 სექტემბერს თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ს მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მოსკოვური კლუბი VTB ლიგაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“დინამო” ფარერებში რომან ფიფიასთან ერთად ჩავიდა

“დინამო თბილისი” ფარერებზე გაემგზავრა. გუნდი ტორჰსვანში ჩაფრინდა და ადგილობრივ სასტუმრო “ჰოტელ ფოროიარში” დაბინავდა. ოფიციალურ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “რუსეთში ისეთივე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოში

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ ინტერვიუ მისცა News.ru-ს. ჟურნალისტმა ქართველ კალათბურთელს შეკიხვები მოსკოვურ კლუბში ტრანსფერზე, [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსს თავში ბურთი გაარტყეს – ლებრონის რეაქცია (ვიდეო)

13 სექტემბერს, “ლოს ანჯეჯელს ლეიკერსმა” “ჰიუსტონ როკეტსი” 119:96 დაამარცხა. შეხვედრის მიმდიანრეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში ოსტინ ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: “როცა ლებრონ ჯეიმსს დავაფარე, ცუდი რაღაც მივაძახე”

“ინდიანა პეისერსის” ცენტრმა, გოგა ბითაძემ აგვისტოში “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსთან დაპ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მოხვდნენ

“პოლიტიკურმა გაერთიანება ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა და მათ შორის, ორი სპორტსმენია. საქართველოს […...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველომ ესტონეთი კაჭარავას გოლით დაამარცხა

საქართველომ უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ესტონეთთან სტუმრად გამარჯვებით დაიწყო. საქართველომ მეტოქე ნიკა კაჭარავას […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ჯეიმს ჰარდენმა “ლეიკერსთან” გამარჯვების საიდუმლო გაამხილა

გამთენიისას ორლანდომ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა” და “ჰიუსტონ როკეტსის” დიდებულ დაპირისპირებას უმასპინძლა. სერიის პირველ მატჩში ბრ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძესთან შეჯახების შემდეგ, დერიკ ჯონსმა მძიმე ტრავმა მიიღო (ვიდეო)

15 აგვისტოს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდა და მეტოქე 109:92 დაამარცხა. შეხვედრის [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას მწვრთნელი კორონავირუსით დაინფიცირდა

მოსკოვის საკალათბურთო კლუბ “ცსკა”-ს მთავარ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად სპეციალისტი ადასტურებს. 4...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა (ვიდეო)

გამთენიისას გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” ლებრონ ჯეიმსის “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” დაუპირისპირდა. შეხვედრა “პეისერსისR...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე: “ცსკა” ევროლიგის მოგების მთავარი ფავორიტია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი და “არისის” მოქმედი სპორტული დირექტორი, ვიქტორ სანიკიძე, თვლის, რომ თორნიკე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსი: “კარანტინში ყოფნისას ყველაზე მეტად დედა მენატრებოდა”

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კარანტინის თავისებურებებსა და ცხოვრების ახალ სტილზე პრესასთან ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის “მეფედ̶...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ მიულოცეს თანაგუნდელებმა გოგა ბითაძეს დაბადების დღე (ვიდეო)

20 ივლისს “ინდიანა პეისერსის” ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე 21 წლის გახდა. თანაგუნდელებმა მას დაბადების დღე […]...
წაკითხვა