სალაჰი: “ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობ, მაგრამ მზად ვარ ეს ოცნება, პრემიერ ლიგას შევწირო”
მერსესაიდული “ლივერპულის” ეგვიპტელმა სუპერვარსკვლავმა, მოჰამედ სალაჰმა, გუნდის მიზნებზე საუბრისას აღიარა, რომ მზად არის პრემიერ ლიგა პირველ ადგილას დააყენოს.
“სიმართლეს გეტყვით, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობ, ეს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირია. თუმცა ქალაქისა და კლუბის ოცნება პრემიერ ლიგის მოგებაა.
ამიტომაც, მზად ვარ მათი ოცნება ჩემსაზე წინ დავაყენო და პრემიერ ლიგას ჩემპიონთა ლიგა შევწირო. მაგრამ თუ ორივე ტიტულს მოვიგებთ, ბრწყინვალე იქნება.
პრემიერ ლიგაში ძალიან დიდი კონკურენციაა და წინ რთული მატჩები გველის. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია,რომ ყველა დარჩენილი თამაში მოვიგოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ მეტოქე ამას ვერ შეძლებს,” – აცხადებს სალაჰი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლივერპულის” მეტოქე მიუნხენის “ბაიერნია”. პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში კი მერსესაიდელები ერთი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ “მანჩესტერ სიტის”.