WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (392007) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

სალაჰი დაბრუნდა! “ლივერპულმა” უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღო (ვიდეო)

თარიღი: აპრილი 6, 2019

პრემიერ ლიგის 33-ე ტურის მატჩში რალფ ჰაზენჰულტის “საუთჰემპტონმა” საკუთარ კედლებში ჩემპიონის გვირგვინისთვის მებრძოლი “ლივერპული” მიიღო და ღირსეული წინააღმდეგობაც გაუწია.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ “წმინდანები” შეხვედრის პირველ ნახევარში არა თუ ტოლსწორად ეთამაშებოდნენ, არამედ ჯაბნიდნენ კიდეც “მერსესაიდელებს”. ანგარიშიც მასპინძლებმა გახსნეს – შეხვედრის მეცხრე წუთზე მცველების შეცდომით შეინ ლონგმა ისარგებლა. “წითლებმა” 36-ე წუთისთვის შეძლეს უპირატესობის გოლად ქცევა, რასაც ნაბი კეიტას უნდა უმადლოდნენ. ტაიმი ფრედ დასრულდა 1-1.

შეხვედრის მეორე ნახევარიც საკმაოდ მძიმე თამაშის ფონზე იწურებოდა, თუმცა მე-80 წუთზე “ლივერპულის” ეგვიპტელმა ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა უგოლო სერია შეწყვიტა და უმნიშვნელოვანესი გოლიც გაიტანა. ყველაფერს კი ჯორდან ჰენდერსონმა მოუღო ბოლო – 1-3.

ასე რომ, ამ დროისთვის “ლივერპული” პირველ ადგილზეა და “მანჩესტერ სიტის”, რომელსაც ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული, ორი ქულით უსწრებს.



მსგავსი სიახლეები