სალაჰის აგენტმა ესპანური გამოცემა ჭორის გავრცელებისათვის მიწასთან გაასწორა
“ლივერპულის” ეგვიპტელი სუპერვარსკვლავ მო სალაჰის აგენტს, რამი აბას ისას, საერთოდ არ აქვს დრო მედიის მიერ შეთხზული ჭორებისთვის, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა.
მაშინ, როდესაც ჟურნალისტები მონდომებულად ცდილობდნენ მის გარშემო მორიგი ჭორების აგორებას, ეგვიპტელის აგენტმა მალევე მოუღო ბოლო ყოველგვარ სპეკულაციას და ამით ფანების გახალისება და სიმპათიებიც დაიმსახურა.
საქმე ის არის, რომ გუშინ As გვარწმუნებდა, რომ ეგვიპტელსა “ლივერპულის” თავკაც იურგენ კლოპს შორის განხეთქილებას ჰქონდა ადგილი და მო სალაჰი კლუბის დატოვებას აპირებდა.
რამი აბი ისამ As-ს ურბანული ლექსიკის მარგალიტით გასცა პასუხი, სადაც საჯდომი გამოცემის სახელწოდებით იყო შეცვლილი – “Talking out of their AS again I see.”
* Talking out of ass – უხეში გამოთქმაა, რომელსაც მაშინ გამოიყენებენ, როდესაც ვიღაც ყოველგვარი ფაქტებისა და ინფორმაციის ფლობის გარეშე ცდილობს რაღაცის დამტკიცებას.
Talking out of their AS again I see.
— Ramy Abbas Issa (@RamyCol) April 17, 2019