სალაჰმა პატარა გოგოს ბოდიში საჯაროდ მოუხადა
მერსესაიდული “ლივერპულის” ეგვიპტელმა თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა სოციალური ქსელის მეშვეობით საჯაროდ მოუხადა ბოდიში ეგვიპტის პატარა ფანს, რომელსაც საკმაოდ საინტერესო თხოვნა ჰქონდა მასთან.
აფრიკის ერთა თასის მატჩში ეგვიპტის ნაკრები ტუნისს ხვდებოდა. Twitter-ის მომხმარებელმა მეშრეფმა მატჩის შემდეგ გოგონას ფოტო გამოაქვეყნა – “სალაჰ, გთხოვ გაიტანე. მინდა სახლში წავიდე, დავალებები უნდა შევასრულო”.
მოჰამედ სალაჰმა გოგონას თხოვნა ვერ შეასრულა, რამდენადაც მხოლოდ მატჩის ბოლო წუთებზე შეძლო გამარჯვების გოლის გატანა და ამისთვის ბოდიშიც მოიხადა – “მართლა ვეცადე, ადრე გამეშვი სახლში და ბოდიშს გიხდი, რომ ბოლო წუთამდე გალოდინე. იმედი მააქვს, შენი მასწავლებელი ყველაფერს გაიგებს.”
I really tried to let you go home early, and sorry to have kept you here until the last minute. I hope your teacher tomorrow understands the situation. ?
— Mohamed Salah (@MoSalah) November 16, 2018