სალაჰს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება (ვიდეო)
“ლივერპულის” თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში “სტოკ სიტის” წინააღმდეგ “ენფილდზე” გამართული მატჩის (0:0) მიმდინარეობისას ეგვიპტელმა ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის მცველ ბრუნო მარტინს ინდის, სავარაუდოდ, ხელი გაარტყა.
აღნიშნული ეპიზოდი არბიტრებს გამოეპარათ, თუმცა ვიდეოკამერების ობიექტივში მოხვდა და საქმეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. თუ დადასტურდა, რომ სალაჰმა წესი დაარღვია, მაშინ მას, სავარაუდოდ, სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან. ასეთ შემთხვევაში, ის ლონდონის “ჩელსისა” და “ბრაიტონის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი 31 გატანილი ბურთით პრემიერლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს და უახლოეს მადევარ ჰარი კეინს 5 გოლით უსწრებს, თუმცა ინგლისელ ფეხბურთელს კიდევ ოთხი მატჩი აქვს ჩასატარებელი.