სალას შეურაცხყოფისთვის “საუტჰემპტონმა” ორი ფანი სამაგალითოდ დასაჯა (ვიდეო)
“საუთჰემპტონის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კლუბმა სამართალდამცველ ძალებთან თანამშრომლობის შედეგად ორი ფანი გამოავლინა, რომლებმაც “კარდიფთან” მატჩში ემილიანო სალას ხსოვნას შეურაცხყოფა მიაყენეს.
შეგახსენებთ, რომ ემილიანო სალას თვითმფრინავი 21 იანვარს გაუჩინარდა, როდესაც “ნანტის” ფეხბურთელი “კარდიფში” გადაბარგების პროცესში იმყოფებოდა. მისი ცხედარი რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს.
მატჩის მიმდინარეობისას, როდესაც გუნდები ემილიანო სალას ხსოვნას პატივს მიაგებდნენ, რამდენიმე გულშემატკივარმა ჟესტებით შეურაცხყოფა მიაყენეს მის ხსოვნას. ორივე ფანი უკვე იდენტიფიცირებულია და დიდი ალბათობით, სტადიონიდან მოიკვეთებიან.
⚠️ Warning Strong Language ⚠️
Absolutely disgusting from this Southampton fan mocking the death of Emiliano Sala…
Get him banned for life @SouthamptonFC @FA @PremierLeague
📹 @tkccfc pic.twitter.com/4XZIqkAy1x
— The Sportsman (@TheSportsman) February 9, 2019