“სალერის თასი” დაიწყო!
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა “სალერის თასის” 2013 წლის გათამაშების პირველი შეხვედრა – მადრიდის “ატლეტიკოსა” და უკრაინული “დნიპროს” მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და იგი ესპანელთა სასარგებლოდ, 4:2 დასრულდა.
უნდა ითქვას, რომ მადრიდელებმა ფაქტობრივად პირველივე ნახევარში გადაწყვიტეს გამარჯვებულის ბედი – საწყის 45 წუთში მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს. სამივე გოლი ალბერტო რენტეროს ანგარიშზეა.
მეორე ტაიმში ორივე გუნდში მრავლად განხორციელდა ცვლილებები და გოლებიც მრავლად ვიხილეთ. პირველ ტაიმში თუ მხოლოდ ერთ კარში გადიოდა გოლები, მეორეში სურათი ოდნავ შეიცვალა. გეტყვით, რომ “დნიპროს” შემადგენლობაში ქართველი ჯაბა ფხაკაძე თამაშობდა, რომელიც თავისიანების შემადგენლობაში მეათე ნომრით ირჯებოდა.
რაც შეეხებათ ესპანელებს, დალაგებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს – სწრაფ, გააზრებულ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდნენ. მთელი მატჩის განმავლობაში თამაშს აკონტროლებდნენ და მხოლოდ მატჩის მიწურულსღა გაუშვეს ორი გოლი.
ატლეტიკო – დნიპრო 4:2
ატლეტიკო: სან რომანი, დელ ამო, პრიეტო, ლუნეზი, რენტერო, არანდა, დამიანი, გალინდო, ტალავერი, მორენო, არტანი.
ცვლილებაზე შევიდნენ: ფ. ობამა, დორგიგესი, პერესი, გომესი, ორიჰველა, ს. ობამა, სანჩესი.
დნიპრო: შუტკო, კოშელევი, ბაგინსკი, ნალიბაიკო, იერემენკო, ჩებერკო, კოლოჩანი, ლედნიოვი, ბალაკანი, ფხაკაძე, უსაჩევი.
ცვლილებაზე შევიდნენ: პარამორენკო, ვენედიკტოვი, ცივინი, ბაჩივანჯი.
გოლები: 1:0 რენტერო (2), 2:0 რენტერო (10), 3:0 რენტერო (37), 4:0 არტანი (55), 4:1 ბაჩივანჯი (70), 4:2 ბაჩივანჯი (83).
მთავარი მსაჯი: თ. ხუჭუა