სალგადო: “იოვიჩი “რეალში” დიდ ზეწოლას განიცდის, მას მეტი დრო სჭირდება”
მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი, მიჩელ სალგადო, ლუკა იოვიჩის გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სერბ ფეხბურთელს უფრო მეტი დრო სჭირდება საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.
“ლუკა ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია. თუ “რეალმა” მისი გადაბირება გადაწყვიტა, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში არის რაღაც ისეთი. “აინტრახტში” ყოფნისას მან არაერთი მაღალი დონის გოლი გაიტანა.
ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ “რეალს” ნამდვილი “ცხრიანი” სჭირდებოდა. ბენზემა სულ სხვა ფეხბურთელია, ის უფრო კომბინაციის მოთამაშეა, ვიდრე დამაგვირგვინებელი ფაზის.
იოვიჩმა უნდა ისწავლოს, ის ახალგაზრდაა და მეტი დრო სჭირდება. დარწმუნებული იყავით, რომ “რეალში” ლუკა ძალიან დიდ ზეწოლას განიცდის,” – აცხადებსსალგადო.
ცნობისთვის გეტყვით, რომ 21 წლის ლუკა იოვიჩი “რეალში” მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც 2018/19 წლების სეზონში “აინტრახტის” მაისურით 27 გოლის გატანა შეძლო. თუმცა, ამ უკანასკნელს “ბლანკოსის” რიგებში სადებიუტო გოლი ჯერაც არ გაუტანია.