სალიმანი: “ტევეზს 150,000 შევთავაზე, თუმცა მან ეს არ იკმარა”
“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები თანახმანი იყვნენ გაეხადათ კარლოს ტევესი კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, თუმცა 32 წლის ფეხბურთელი ამ ხელფასს არ დასჯერდა.
არგენტინელ ფორვარს ლონდონური კლუბი 150 000 ფუნტს სთავაზობდა – რასაც ემატებოდა ბონუსებიც – და ამასთან ერთად, მას ძირითადში თამაშის გარანტიასაც აძლევდნენ, მაგრამ მან ამ წინადადებას უარით უპასუხა.
დევიდ სალიმანმა, “ვესტ ჰემის” თანამფლობელმა განაცხადა: ” ამბობენ, “მიყვარს ვესტ ჰემი”, მაგრამ სინამდვილეში ასეა – “მიყვარს “ვესტ ჰემი”, თუ ისინი 250 000-ს გადამიხდიან.”
მე მას 150,000 ფუნტი შევთავაზე კვირაში, რასაც ემატებოდა ბონუსებიც. იმ ფეხბურთელისთვის, ვისაც “ვესტ ჰემი” უყვარს, ეს შესანიშნავი შეთავაზება იქნებოდა.
ეს ჩვენი მხრიდან უდიდესი რისკი იყო, ახლა ხომ ის 33 წლის არის. ჩვენ მისი შეძენა ვცადეთ, მაგრამ მან 250,000 მოითხოვა – და ის საუკეთესო ფორმაში იმყოფება? სამხრეთ ამერიკაში ის ნამდვილად ვერ ბრწყინავს.”
ცნობისათვის გეტყვით, რომ ამ დროისთვის ლონდონური კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დიმიტრი პაიეტია, რომელსაც 100,000 ფუნტს უხდიან კვირაში.