სალომე ფაჟავა: “თქვენი თანადგომით, მე გავძლიერდი”
ქართველმა ტანმოვარჯიშემ, სალომე ფაჟავამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
“დასრულდა ნანატრი ტოკიოს ოლიმპიური თამაშები. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულწრფელად მგულშემატკივრობდა, გვერდში მედგა და მაძლევდა სტიმულს და იმის ძალას, რომ ბოლომდე მებრძოლა, მიუხედავად ყველა სირთულისა, იმედგაცრუების, უსამართლობისა და ტრავმების, რაც მთელი კარიერის მანძილზე გამოვიარე. თქვენი თანადგომით მე გავძლიერდი და უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ამ დიდი რთული და წარმატებული გზის გავლა! მადლობა ყველას ვისაც სჯეროდა ჩემი”, – წერს ფაჟავა ინსტაგრამში.
შეგახსენებთ, რომ სალომემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, მხატვრულ ტანვარჯიშში, საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი ვარჯიში შეასრულა, ხოლო ფინალში გადასვლა ვერ მოახერხა.