სემ ელერდაისი ინგლისის ნაკრების თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლეს
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სემ ელერდაისი გაათავისუფლა.
როგორც მოგეხსენებათ, 61 წლის სპეციალისტი სკანდალში გაეხვა. ელერდაისი მოლაპარაკებების პროცესში მეორე მხარეს სატრანსფერო საქმიანობაში წესების გვერდის ავლით დახმარებას დაპირდა. ინგლისელ მწვრთნელს ეგონა, რომ საქმე რეალურ ბიზნესმენთან ჰქონდა, თუმცა სინამდვილეში ეს “ტელეგრაფის” შენიღბული ჟურნალისტების გამოძიება გახლდათ, რომელმაც ელერდაისი ამხილა. მან ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მხოლოდ 67 დღის განმავლობაში იმუშავა. ამ ხნის მანძილზე “სამმა ლომმა” მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო, რომელშიც სლოვაკეთის ნაკრები დაამარცხა.
ინგლისის ნაკრებს უახლოეს ოთხ შეხვედრაში გარეტ საუთგეითი უხელმძღვანელებს. მისი თავლაცობით გუნდი მალტის, სლოვენიის, შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.