სამ გოგონას 20 წლის ფეხბურთელზე ძალადობისთვის საპატიმრო სასჯელი ემუქრება

თარიღი: დეკემბერი 16, 2016

ინგლისში უცნაური და უსიამოვნო ამბავი მოხდა, რის გამოც სამ გოგონას საპატიმრო სასჯელი ემუქრება.

გამოძიების თანახმად, ეს ამბავი 2015 წლის ნოემბერში, ერთ-ერთ პაბში დაიწყო, სადაც გოგონებმა 20 წლის მოყვარული ფეხბურთელი არყით ისე დაათვრეს, რომ ბიჭი საღ გონზე ვეღარ იყო. ამის შემდეგ გოგონებმა მსხვერპლი თავიანთ სახლში მიიყვანეს, სამზარეულოს იატაკზე დააწვინეს, გააშიშვლეს, მაკრატლით თმა შეაჭრეს და ტანზე ხახვი დააჭრეს, თავად კი მუსიკის ფონზე ცეკვა დაიწყეს. მოძალადეებმა ეს პროცესი ვიდეოსა და ფოტოებზე აღბეჭდეს.

26 წლის ბროგან გილარდი, 22 წლის პეიჯ კანინგემი და 20 წლის შერონ ჯონსი თავიანთ მსხვერპლს არ იცნობდნენ. თავად ფეხბურთელის ვინაობა საჯაროდ არ სახელდება.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს და ერთ-ერთ პროცესზე მოსამართლემ იკითხა, გამოიყენეს თუ არა ბრალდებულებმა მაკრატელი არადანიშნულებისამებრ. სამედიცინო გამოკვლევამ დაზიანება ვერ აღმოაჩინა, თუმცა თავად დაზარალებული ამბობს, რომ საჯდომზე ტკივილი იგრძნო. ვიდეო ამ კითხვაზე პასუხს ვერ სცემს, ვინაიდან კადრს გილარდის თავი ფარავს. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ მოძალადეების ქმედება არ იყო სექსუალური მოტივით განპირობებული. მისი თქმით, ეს იყო მსხვერპლის დამცირება და თავდასხმა გადაიზარდა სექსუალურ ქცევაში.

შინ დაბრუნებულმა მსხვერპლმა ეს ამბავი დედას მოუყვა, მშობელმა კი მომხდარი სამართალდამცველებს აცნობა, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო.

“გოგონებმა ჩემი შვილი მიზანში ამოიღეს, გონების დაკარგვამდე ასვეს არაყი და პაბიდან თავიანთ სახლში წაიყვანეს. ჩემა ბიჭმა არ იცის, ვინ იყვნენ ისინი, მისთვის სრულიად უცხო ხალხი იყო. პოლიციამ ძალიან სწრაფად იმუშავა და სამივე გოგო ოპერატიულად დააკავა. მომხდარის გამო ეს 12 თვე ძალიან მძიმე გადასატანი იყო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ადამიანს შეემთხვას. მართალია, ჩემს შვილს ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრავმა გაცილებით მძიმე გადასატანია”, – აღნიშნა მსხვერპლის დედამ.

მხარეები საბოლოო ვერდიქტს ელიან, რომელიც სასამართლომ მომდევნო თვეში უნდა გამოიტანოს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მატეო: “ალექსანდერ-არნოლდმა დაცვაში თამაში უნდა ისწავლოს”

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა, დომინიკ მატეომ, პრესასთან ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინგლისელმა მცველმა [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანე: “თავში პატარა გვარდიოლა მყავდა და ყველაფერს მკარნახობდა”

მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელმა გარემარბმა, ლეროი სანემ, პრესასთან საუბრისას გვარდიოლასთან თანამშრომლობის პერიოდი გაიხსენა. შეგახსენებთ, რ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რონალდუსთან სახლში არ მიხვდიდეთ” – კრიშტიანო თანაგუნდელების ღამის კოშმა

ყველასათვის ცნობილია, რომ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი ოფიციალური გოლის ავტორი კრიშტიანო რონალდუ ძალიან ბევრს ვარჯიშობს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: სერხიო აგუერო კორონავირუსით დაინფიცირდა

“მანჩესტერ სიტის” არგენტინელი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო, ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ის კორონავირუსით არის დაინფიცირებული....
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “არსენალმა” სოკრატისს ხელშეკრულება გაუწყვიტა

ლონდონის “არსენალის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კლუბმა სოკრატის პაპასტატოპულოსს ხელშეკრულება გაუწყვიტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფას 2020 წლის სიმბოლური გუნდი

გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 2020 წლის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელიც ასე გამოიყურება: […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლამპარდი საკუთარ მომავალზე: “სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება”

ფრენკ ლამპარდის ხელმძღვანელობით “ჩელსიმ” მორიგი მარცხი განიცადა. “პენსიონერები” გასვლით მატჩში უშანსოდ დამარცხდნენ ბრენდან როჯ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტოტენჰემი” “საუთჰემპტონის” საუკეთესო ბომბარდირის ტრანსფერით ინტერ

ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები “საუთჰემპტონთან” დენი ინგსის ტრანსფერის თაობაზე აპირებენ მოლაპარაკებების წამოწყებას. ინფო...
წაკითხვა
ფეხბურთი

საოცარი გოლი – ინგლისში მეკარემ საკუთარი საჯარიმოდან გაიტანა (ვიდეო)

“ჩელტენჰემ თაუნსი” – “ნიუპორტ ქაუნთი” 1:1 ტომ კინგის გოლი “ჩელტენჰემ თაუნსის” კარში Nothing to see […...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფა იმსჯელებს, სად და როგორ ჩატარდება ევრო-2020

უეფა უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას, სად და როგორი ფორმატით ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი. ამის შესახებ მიუნხენის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ის ანრიზე უკეთესიც კი მგონია” – ტეო უოლკოტმა საუკეთესო თავდამსხმელი დაა

“საუთჰემპტონის” თავდამსხმელმა, ტეო უოკოტმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მას ლონდონის “არსენალში” უთამაშია. 3...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსი” სატრანსფერო ფანჯარაზე რეკორდის დამყარებას გეგმავს

ლონდონის “ჩელსი” ზაფხულზე განხორციელებული ძვირადღირებული ტრანსფერების შემდეგაც არ აპირებს შეჩერებას. “პენსიონერებმა” ამჟამად მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ტოპ-მოთამაშისთვის გამართლება არ არის სისტემასთან, მწვრთნელთან ვერშეგუება&

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ უმაღლესი დონის ფეხბურთელების არსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ […]...
წაკითხვა