“სამარცხვინო ფაქტი ქართულ სუმოში” – რა ხდება საქართველოში?

თარიღი: თებერვალი 9, 2018

7 თებერვალს, ოპერის მომღერალმა, თამარ ივერმა სოციალურ ქსელში ვეტერან ქართველ სუმოისტთნ, ლევან ცაგურიასთან იგივე კოკაისთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.

თამარ ივერი წერს, რომ კოკაის საქართველოს სუმოს ფედერაციაში მუშაობის საშუალება არ ეძლევა.

“ეს ფართო საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ამ მართლაც სასირცხვილო ფაქტით ვფიქრობ, უნდა დაინტერესდეს მედია!
კოკკაი, იგივე ლევან ცაგურია, სუმოს ლეგენდა კაცი, პირველი ქართველი სუმოს დიდოსტატი და ადამიანი, ვინც მთელი მისი მრავალწლიანი წარმატებული კარიერით, წლების მანძილზე იაპონიაში საქართველოს ასახელებდა, ადამიანი, ვინც თავიდან ურჩია, მიიწვია და სუმოს აზიარა მისი დღეს წარმატებული მეგობრები – სუმოისტები: ტოჩინოშინი და გაგამარუ, ასეთმა პიროვნებამ იაპონიაში ყოველგვარი მიწიერი ფუფუნება, ლექსუსი და უმაღლესი დონის პატივი დატოვა და რამდენიმე წელია მის ქვეყანაში დაბრუნდა შეგნებული პატრიოტული მოსაზრებით.

დღეს კი, ქვეყნის ეს ლეგენდარული და საამაყო ექს-სუმოისტი ასე უჩუმრად და მოკრძალებულად სულ სხვა მცირე მეწარმეული საქმიანობით უნდა იყოს დაკავებული და სუმოს ფედერაციას ვიღაც ბობოლა ყოფილი ძიუდოისტები და მორაგბეები უნდა ხელმძღვანელობდნენ და ამ ადამიანს ფედერაციას არ აკარებდნენ?

ამ ვითომ ფედერაციას, სადაც უძაღლო სიტუაციაში კატები არიან დანიშნულნი საყეფად… პირადად მე სუმოს ფედერაციას ვერ დავარქმევ. ის ჩემთვის ყოველთვის “ვითომ” და “ფსევდო” სუმოს ფედერაცია თუ კავშირი იქნება… ხალხისთვის მუდამ არასერიოზული, არასაპატივსაცემო და საეჭვო რეპუტაციით! სხვა თუ არაფერი, ასეთი ამაგდარი ადამიანის ასეთი სამარცხვინო იგნორირების გამო!

ყოველგვარი სპორტული ორგანიზაცია… მხოლოდდამხოლოდ, უშუალოდ მისმა სფეროს წარმომადგენელმა მართოს და არა ვიღაც “ბლატებით” და ნაცნობობით დანიშნულმა არაპროფესიონალებმა, დიდი ალბათობით, საკუთარ სფეროში ხელმოცარულმა ექს სპორტსმენებმა (თავმოყვარე და წარმატებული ძიუდოისტი ან მორაგბე ხომ ასეთ,მისთვის უცხო პოსტს და გარემოს არ იკადრებს).

კი ბატონო, მიიწვიონ მაშინ ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელად მოკრივე, კრივის ფედერაციის ხელმძღვანელად კარატისტი, კალათბურთის-ფეხბურთელი და ა.შ
სირცხვილია და თავის მოჭრა ერო და ბერო ამოვიღოთ ხმა!!! სირცხვილი!”

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ჯანმბულატ თედეევის განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით

რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელმა და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრმა, ჯამბულატ თედეევმა რამდენიმე დღის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი: “ჩვენი ბიჭები მაიკებს ჩაიცვამენ თუ არა, არავის საქმე

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა. ფოტოზე მოჭიდავეები გენო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიორგი იანტბელიძე: “ბოდიშს ვიხდით დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო”

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით განცხადებს [&...
წაკითხვა
სხვადასხვა

გენო პეტრიაშვილის განცხადება თედეევთან ერთად გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, გენო პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. [&he...
წაკითხვა
სხვადასხვა

სკანდალი: ქართველი მოჭიდავეები და დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატი (ფოტო)

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მთავარმა მწვრთნელმა დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატთან და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

Eurosport-მა ქართველ წყალში მხტომელს დასცინა (ვიდეო)

ყველასათვის ცნობილმა ევროპულმა სპორტულმა ტელევიზიამ Eurosport-მა სოციალურ ქსელ Facebook-ში ქართველ წყალში მხტომელს, თორნიკე ონიკაშვილს დასცინა. [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ჭრიკიშვილის განცხადება: “მე დღეს ვიჩაგრები”

ქართველმა ძიუდოისტმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გაავრცელა, რომელიც მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე -90 კგ. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ შებოჭა ადამ ოქრუაშვილმა ეგვიპტელი მეტოქე (ვიდეო)

12 აგვისტოს, უნგრეთში მიმდინარე ბუდაპეშტის გრან პრის ბოლო დღეს ადამ ოქრუაშვილმა მეორე რაუნდში ეგვიპტელი მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლუხუმ ჩხვიმიანმა ესპანელ მეტოქეს ხელი ისევ არ ჩამოართვა (ვიდეო)

10 აგვისტოს, უნგრეთში სტარტი აიღო ბუდაპეშტის გრან პრიმ. ტურნირის პირველ დღეს სამმა ქართველმა ძიუოისტმა იასპარეზა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოკიოს 2020-ის გახსნა-დახურვის ცერემონიებზე იაპონიის აღორძინების თემას გაათამაშებენ

ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე იაპონიის აღორძინების თემას გაათამაშებენ. „გადატანილი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბ ნურმაგომედოვი და მისი ბიძაშვილი უსახლკაროებს ფულს აზიდვების სანაცვლოდ აძლევენ (ვიდეო

UFC-ის მებრძოლა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელ Instagram-ში რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხაბიბის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დავით ქირიამ Kunlun Fight-ის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი მეტოქე დაამარცხა (ვიდეო)

5 აგვისტოს, ქართველმა კიკბოქსიორმა, დავით ქირიამ ჩინეთში მიმდინარე Kunlun Fight-ის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალურ ეტაპზე რუსი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ოფიციალურად: მაკგრეგორი და ნურმაგომედოვი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან

UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა დაადასტურა, რომ კონორ მაკგრეგორი 2018 წელს შერეულ ორთაბრძოლებს დაუბრუნდება და ხაბიბ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

1 ოქრო, 2 ბრინჯაო – ქართველთა წარმატებული დღე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (ვიდეო

31 ივლისს, იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის საქართველოს ნაკრებმა […]...
წაკითხვა
ბლოგი

შაურმა, კოკა-კოლა და სნიკერსი: როგორ უნდა გადაურჩე ტურ დე ფრანსს?

ტურ დე ფრანსის წლევანდელი გამარჯვებული ბრიტანელი გერეინტ ტომასი გახდა. ის მეექვსე ველომრბოლერია, რომელსაც ოლიმპიადა (ორი […]...
წაკითხვა