“სამგურალი” და “დინამო ბათუმი” – გუნდები საუკეთესო ტრანსფერებით
ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელების დიდი უმრავლესობა უცხოეთში გაედინება და ყახახეთში, ლატვიაში ან უკრაინაში მიდიან.
საოცრად დასუსტდა და პრაქტიკულად ახლიდან უნდა აიწყოს “ტორპედო”, “ჩიხურა”, “სამტრედია”, “რუსთავი”, “სიონი” და “შევარდენი”.
ამ გუნდების ფონზე ელიგაში და ელიგა 2-ში 2 გუნდი გამოჩნდა, რომლებმაც ჯერჯერობით ყველაზე თვალსაჩინო ტრანსფერები განახორციელეს.
ბათუმის “დინამომ” საქართველოში ალბათ საუკეთესო ჩამშლელი, მათე ცინცაძე, “საბურთალოს” ყოფილი ვინგერი ვაგნერ გონსალვეში, ნიგერიის ნაკრების ყოფილი წევრი 44 მატჩით, გოდფრი ობოაბონა და ბრაზილიელი ტალანტი, 17 წლის ჟულიო ვინისიუსი დაიმატა. მოსალოდნელია, რომ გუნდი კიდევ ერთ თავდამსხმელსა და მეკარეს გადაიბირებს.
წყალტუბოს “სამგურალი” ყველაზე მეტად ემზადება უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად. “სამგურალმა” ელიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, ბექა ქურდაძე, გამოცდილი მცველი ლევან ქურდაძე, ძალიან საინტერესო ნახევარმცველი პაპუნა ფონიავა, “ჩიხურას” ახალგაზრდა ნახევარმცველი დემურ ჩიხლაძე, “გაგრას” შეუცვლელი მცველი, ომარ პატარკაციშვილი, “მარტვილის მერანიდან” კი ბაქარ ლაღაზე და უშანგი ბანძელაძე დაიბრუნა. კლუბის მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის განცხადებით, “სამგურალი” მოლაპარაკებას კიდევ რამდენიმე წამყვან ფეხბურთელთან აწარმოებს.
ეს გუნდები ჩემპიონობის მთავარი ფავორიტები არიან.