“სამგურალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხაჭიპერიძეა

თარიღი: მაისი 19, 2018

საფეხბურთო კლუბი წყალტუბოს ,,სამგურალი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გიგატაძემ დატოვა. გამოცდილმა სპეციალისტმა გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება გასულ ტურში ,,ნორჩ დინამოსთან“ მარცხის შემდეგ მიიღო.

,,სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მას 33 წლის სპეციალისტი ბესიკ ხაჭიპერიძე შეცვლის, რომელიც ,,სამგურალში“ აქამდე გიგატაძის ასისტენტად მუშაობდა.

,,სამგურალი“ მადლობას უხდის გია გიგატაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს სამწვრთნელო კარიერაში.

სამწვრთნელო შტაბში განხორციელებული ცვლილებების შესახებ კომენტარი გუნდის დირექტორმა ამირან ვარდანიძემ გააკეთა:
,,გია გიგატაძეს ,,სამგურალის“ მიმართ დიდი დამსახურება აქვს. ჩვენს გუნდში 1998 წელს მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. 2000 წლიდან დაინიშნა მთავარ მწვრთნელად. მუშაობის პერიოდში გუნდი ორჯერ გადაიყვანა უმაღლეს ლიგაში. 2003–2004 წლების სეზონში შეუძლებელი შეძლო და ფინანსური კრიზისის მიუხედავად გუნდს უმაღლესის საგზური მოუპოვა. სამწუხაროდ, მაშინ უსახსრობის გამო ,,სამგურალმა“ უმაღლეს ლიგაში ადგილი ,,ზესტაფონს“ დაუთმო. წლების განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის ,,ტორპედოში“, გორის ,,დილასა“ და ტყიბულის ,,მეშახტეში“. 2016 წელს წყალტუბოს ,,სამგურალის“ მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა და გუნდს ეროვნული ლიგა 2–ის საგზური მოუპოვა. გასულ სეზონში კი მისი გაწვრთნილი გუნდი მე–4 ადგილზე გავიდა და პლეი ოფში გასვლამდე ცოტა დააკლდა. სამწუხაროდ, მიმდინარე ჩემპიონატში ,,სამგურალს“ თამაშები არ წაუვიდა და გია გიგატაძემ თავად მიიღო გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება. მადლობას ვუხდით მას გაწეული სამსახურისთვის და გვჯერა, რომ სამწვრთნელო კარიერაში კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწევს.

რაც შეეხება გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე ახალგაზრდა მწვრთნელი ბესიკ ხაჭიპერაძე დავნიშნეთ. ხაჭიპერაძემ საფეხბურთო კარიერა ,,სამგურალში“ დაასრულა. იყო ,,სამგურალი 2“–ის მთავარი მწვრთნელი, შემდეგ მუშაობდა ,,სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელშეწყობით კლუბმა მის საწვრთნელო განათლებაში ჩადო ინვესტიცია და წარმატებით გაიარა ა ლიცენზიის კურსები. ბესიკ ხაჭიპერაძემ ამ წლებში დიდი გამოცდილება დააგროვა, ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანია და იმედი გვაქვს რომ გუნდის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს. მართალია, ,,სამგურალი“ რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ მგდომარეობა საგანგაშო არ არის და იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივრების გვერდში დგომით და ერთსულოვნებით შევძლებთ მდგომარეობის გამოსწორებას.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ეიბარის” მეკარემ მადრიდის “ატლეტიკოს” გოლი გაუტანა (ვიდეო)

მარკო დიმიტროვიჩის გოლი “ატლეტიკოს” კარში იხილეთ ვიდეო Pendant ce temps là, Dmitrovic le gardien d'Eibar […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ არის მამუკა ჯუღელი? – აგენტი, რომელმაც რუსეთში ქართული გუნდი შექმნა

რუსულ “როტორში” დღეს მე-6 ქართველი ფეხბურთელი, “თელავის” ყოფილი მცველი ილია ბერიაშვილი ითამაშებს. 3 დღის წინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რონალდუსთან სახლში არ მიხვდიდეთ” – კრიშტიანო თანაგუნდელების ღამის კოშმა

ყველასათვის ცნობილია, რომ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი ოფიციალური გოლის ავტორი კრიშტიანო რონალდუ ძალიან ბევრს ვარჯიშობს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თენგიზ წიქარიძე რუსეთის მე-2 ლიგის აუტსაიდერში გადავიდა

თენგიზ წიქარიძე რუსეთის მე-2 ლიგის ბინადარ “ტომში” გადავიდა. გუნდის ოფიციალურმა გვერდმა წიქარიძის დამატება უკვე დაადასტურა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

IFFHS: ეროვნული ლიგა რეიტინგში 24 ერთეულით დაქვეითდა

ყველასათვის ცნობილმა ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IFFHS) 2020 წლის საუკეთესო ჩემპიონატების რეიტინგი გამოაქვეყნა. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლონეთის ნაკრებს ახალი თავკაცი ჰყავს

პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე პორტუგალიელი სპეციალისტი პაულო სოუზა დანიშნა. შეგახსენებთ, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არგენტინული კავშირი: პარედესი მესის პარიზში იწვევს

“პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელმა ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა, მესის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მიმდინარე სპეკულაციებზე გააკეთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: სერხიო აგუერო კორონავირუსით დაინფიცირდა

“მანჩესტერ სიტის” არგენტინელი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო, ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ის კორონავირუსით არის დაინფიცირებული....
წაკითხვა
ფეხბურთი

რიბერი ბუნდესლიგაში დაბრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხავს

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა ვარსკვლავმა, ფრენკ რიბერიმ, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ ბუნდესლიგაში დაბრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულის” ყოფილი მცველი “დინამო თბილისს” შეკრებაზე შეუერთდა

“ლიონისა” და “ლივერპულის” ყოფილი მარცხენა მცველი ალი სისოკო “დინამო თბილისს” თურქულ შეკრებაზე შეუერთდა. სისოკო ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ: “სუპერთასის მოგება “სკუდეტოსთვის” ბრძოლაში დაგვეხმარება”

ტურინის “იუვენტუსის” სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, იტალიის სუპერკოპას მატჩში “ნაპოლის” დამარცხების შემდეგ, პრესასთან კ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “მაქვს თუ არა ფეხბურთელების მხარდაჭერა?”

მადრიდის “რეალი” ესპანეთის სამეფო თასის პირველივე მატჩში ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე “ალკოიანოსთან” გამოვარდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიამ “პარტიზანს” გაუტანა (ვიდეო)

ყაზანის “რუბინი” ამხანაგურ შეხვედრაში ბელგრადის “პარტიზანს” უპირისპირდება. “რუბინის” ძირითად შემადგენლობაში იყო ხვ...
წაკითხვა