სამი არდანიშნული პენალტი!!! არ ჩათვლილი გოლი! არ მიცემული გაფრთხილებები!!!
პირველი ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი “გაგრა” ტყიბულში, ადგილობრივ “მეშახტესთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. თუმცა, როგორც ჩანს, “გაგრაში” აღნიშნულ შედეგს მხოლოდ წმინდა საფეხბურთო მიზეზებით არ ხსნიან. გაგრელებმა მატჩის შემდეგ საგანგებო განცხადებაც გაავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“სამწუხაროდ, საფეხბურთო კლუბმა „გაგრამ“ მორიგი მარცხი განიცადა. ამჯერად, ჩვენმა ფეხბურთელებმა ტყიბულში წააგეს, კვლავ მინიმალური ანგარიშით. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ შეხვედრაში „გაგრამ“ კარის მიმართულებით მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ისიც მეორე ტაიმის მიწურულს და დარტყმულიც მეკარისთვის ადვილად მოსაგერიებელი იყო. მასპინძლებს კარის აღების შანსი კიდევ ორჯერ მიეცათ, ერთხელ პირისპირ გასულ ტყიბულელს მეკარე დობორჯგინიძემ აჯობა, ხოლო მეორედ კინაღამ ავტოგოლი ვიხილეთ, როდესაც ჯგერენაიას ბურთი აეჭრა და რომ არა მეკარის ბრწყინვალე რეაქცია, გოლიც გარდაუვალი ჩანდა.
ახლა კი უმთავრესი – ორივე გუნდს პრეტენზიები ჰქონდა მსაჯებთან, რომელსაც არაობიექტურობას ნამდვილად ვერ დავწამებთ – უბრალოდ, იმსაჯეს ისე, როგორც იცოდნენ. ცუდია, მაგრამ ფაქტია, ამგვარი მსაჯობით „შორს ნამდვილად ვერ გავფრინდებით“.სასწრაფოდ უნდა მოახდინონ „დარჩენილი მსაჯების გადამზადება“, რომ შეცდომებისგან დაზღვეულები ვიყოთ.
პირველი ლიგაში კვალიფიციური მსაჯები უნდა დაინიშნონ და მგონი ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში, არასამართლიანს არაფერს ვითხოვთ. მსაჯების სკანდალის შემდეგ, უკვე ჩვენმა გუნდმა რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა და მგონი, ახალს არაფერს ვიტყვით – მსაჯები მაქსიმალურად ცდილობენ ყვითელი ბარათების ჩვენებისგან თავი შეიკავონ. არადა, ახლა ჩვენ დავდებთ მომენტებს განვლილი შეხვედრიდან, როდესაც მსაჯი ვალდებული იყო ყვითელი ბარათი ეჩვენებინა მეტოქე ფეხბურთელისთვის და ასე არ გააკეთა. ორჯერ მეტოქე ფეხბურთელი აშკარად!!!!!!! ხელით!!!!!! თამაშობს და პენალტი არ ინიშნება და მეორე ტაიმის მიწურულს კი მეკარე აშკარად გაშლილი ფეხით მიდის და ეჯახება გალაქტიონ მაისურაძეს და მსაჯის სასტვენი ისევ დუმს!!! უყურეთ მომენტებს და თავად დარწმუნდებით. კიდევ ერთი, პირველ ტაიმში გვერდითმა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა!!! კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, არა გვგონია რომ მსაჯმა ამდენი შეცდომა არაობიექტურობის გამო დაუშვა. უფრო სწორად, ამის დიდი იმედი გვაქვს და გვინდა, რომ ეს ყველაფერი უცოდინრობის!!! გამო მოსვლოდა… გუნდში უკვე რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, რომელიც მატჩებისას დაშავდნენ, მსაჯი კი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით იფარგლება.” – ნათქვამია “გაგრას” განცხადებაში.