სამი ხედირა სეზონის ბოლოს კარიერას ასრულებს
ბერლინის “ჰერტას” ნახევარმცველმა, სამი ხედირამ, კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ამ ინფორმაციას Deutsche Welle ადასტურებს.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, 34 წლის ფეხბურთელი ბუცებს ლურსმნებზე მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ჩამოკიდებს. მიმდინარე სეზოში მან ბუნდესლიგის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
კარიერის განმავლობაში სამი ხედირა “შტუტგარტის”, “რეალის”, “იუვენტუსისა” და “ჰერტას” ღირსებებს იცავდა. მან მოიგო ბუნდესლიგა, ლა ლიგა, სერია A (5), იტალიის თასი (3), ესპანეთის თასი (2), ესპანეთისა და იტალიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.
გერმანიის ნაკრების მაისურით სამი ხედირას 77 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრების წევრი გახლავთ.