Football Italia-ის ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი სამი ხედირა ტრავმირებულია.
ხედირამ ვარჯიშზე კოჭი დაიზიანა. ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით ცნობილი არაა, სრული დასკვნა სამედიცინო შემოწმების შემდგომ დაიდება.
გერმანელმა შესაძლოა, სერია A-ს მე-13 ტურში “სპალის” წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.
31 წლის სამიმ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.