სამი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში
საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე დღეს ოთხი წონითი კატეგორიიდან სამში საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები ფინალში იასპარეზებენ და ოქროს მედლებისათვის იბრძოლებენ, ზაზა სილაგაძის გუნდიდან დღეს ფინალში დავით ჩხარტიშვილი (55), რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) გავიდნენ.
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი დავით ჩხარტიშვილი (55) შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაერთო სადაც გერმანელი ალექსანდერ გინკი 6-2 დაამარცხა, მეოთხედფინალში იტალიელ იაკოპოს სანდონს 4-2 სძლია, ნახევარფინალში კი დაძაბულ ბრძოლაში ყირგიზი ნუზუპბეკ ტოპჩუბაევი 9-8 დაამარცხა, ფინალში ჩვენებურის მეტოქე იაპონელი იო ნამბა იქნება.
მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა რამაზ ზოიძემ (66) საფინალო გზაზე 4 მეტოქე ჩამოიშორა, ლიტველი კრისტუპას სლეივა 6-4, ბრაზილიელი რამოს ჯუნიორი ქულების აშკარა უპირატესობით 4:50 წუთში 12-4 და ეგვიპტელი მოჰამედ ელსაედი 2:30 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 11-1 დაამარცხა, ნახევარფინალში კი უშეღავათო ბრძოლაში 7-5 მოუგო ირანელი მოჰამად მორად ელიასის, ფინალში ქართველი ფალავანის მეტოქე ყაზახი კაჰარმან კისიმეტოვი იქნება
ევროპისა და მსოფლიოს ბოლო სამი წლის უცვლელმა ჩემპიონმა ახალგაზრდა ლომად მონათლულმა ზვიად პატარიძემ ფინალამდე სამი მეტოქე გაანადგურა, ირანელ ამინ მირზაზადეს 4-1, აზერბაიჯანელ გამზატხან ისრაპილოვს 29 წამში 8-0 და ნახევარფინალში უნგრელი ფერენს ალმასს 1:35 წუთში 9-0 მოუგო, ფინალში ქართველი მძიმეწონოსანი თურქ ოსმან ილდირიმს დაეჭიდება ვისაც ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში 5-0 მოუგო.
დღესვე ხალიჩაზე ქართველთაგან გურამ ხეცურიანიც (84) გავიდა და პირველ შეხვედრაში 9-0 დაამარცხა ხორვატი ივან ჰუკლეკი, თუმცა მომდევნო წრეში 1-3 დამარცხდა ალჟირელ მეტოქესთან და გემოთიშა ასპარეზობას.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება