სამი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში

თარიღი: აგვისტო 31, 2016

საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე დღეს ოთხი წონითი კატეგორიიდან სამში საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები ფინალში იასპარეზებენ და ოქროს მედლებისათვის იბრძოლებენ, ზაზა სილაგაძის გუნდიდან დღეს ფინალში დავით ჩხარტიშვილი (55), რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) გავიდნენ.

ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი დავით ჩხარტიშვილი (55) შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაერთო სადაც გერმანელი ალექსანდერ გინკი 6-2 დაამარცხა, მეოთხედფინალში იტალიელ იაკოპოს სანდონს 4-2 სძლია, ნახევარფინალში კი დაძაბულ ბრძოლაში ყირგიზი ნუზუპბეკ ტოპჩუბაევი 9-8 დაამარცხა, ფინალში ჩვენებურის მეტოქე იაპონელი იო ნამბა იქნება.

მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა რამაზ ზოიძემ (66) საფინალო გზაზე 4 მეტოქე ჩამოიშორა, ლიტველი კრისტუპას სლეივა 6-4, ბრაზილიელი რამოს ჯუნიორი ქულების აშკარა უპირატესობით 4:50 წუთში 12-4 და ეგვიპტელი მოჰამედ ელსაედი 2:30 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 11-1 დაამარცხა, ნახევარფინალში კი უშეღავათო ბრძოლაში 7-5 მოუგო ირანელი მოჰამად მორად ელიასის, ფინალში ქართველი ფალავანის მეტოქე ყაზახი კაჰარმან კისიმეტოვი იქნება

ევროპისა და მსოფლიოს ბოლო სამი წლის უცვლელმა ჩემპიონმა ახალგაზრდა ლომად მონათლულმა ზვიად პატარიძემ ფინალამდე სამი მეტოქე გაანადგურა, ირანელ ამინ მირზაზადეს 4-1, აზერბაიჯანელ გამზატხან ისრაპილოვს 29 წამში 8-0 და ნახევარფინალში უნგრელი ფერენს ალმასს 1:35 წუთში 9-0 მოუგო, ფინალში ქართველი მძიმეწონოსანი თურქ ოსმან ილდირიმს დაეჭიდება ვისაც ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში 5-0 მოუგო.

დღესვე ხალიჩაზე ქართველთაგან გურამ ხეცურიანიც (84) გავიდა და პირველ შეხვედრაში 9-0 დაამარცხა ხორვატი ივან ჰუკლეკი, თუმცა მომდევნო წრეში 1-3 დამარცხდა ალჟირელ მეტოქესთან და გემოთიშა ასპარეზობას.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია 

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ბაშო გამარჯვებით დაასრულა (ვიდეო)

XV დღე, კოტოშოჰო – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი: 10-5 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ჰოკუტოფუჯი დაამარცხა (ვიდეო)

მე-14 დღე ტოჩინოშინი – ჰოკუტოფუჯი ტოჩინოშინის ბალანსი: 9-5 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ჩიომარუ დაამარცხა (ვიდეო)

ივლისის ბაშო, მე-13 დღე ჩიომარუ – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო 大相撲七月場所 十三日目 幕内栃ノ心 勝越し pic.twitter.com/IsqzuMQ3IG — ZEAL […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“მათ მითხრეს, რომ ბრძოლის შემდეგ დამელაპარაკებოდნენ” – დოლიძე იბრაგიმოვი

რომან დოლიძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარი ოფიციალური გვერდის საშუალებით გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა. როგორც იცით, ქართველმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-7 გამარჯვება ივლისის ბაშოზე (ვიდეო)

შოჰოძანი – ტოჩინოშინი ივლისის ბაშო, XII დღე იხილეთ ვიდეო July 2020 – Day 12 – […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-6 გამარჯვება ივლისის ბაშოზე (ვიდეო)

ივლისის ბაშო, IX დღე იშიურა – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო July 2020 – Day 9 – […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რას ფიქრობ, სერხიო?” – მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში რამოსს მიმართა (ვიდე

ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა სოციალურ ქსელ Instagram-ში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ ის ფეხბურთს თამაშობს. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დევიდ ბექჰემმა ხაბიბ ნურმაგომედოვი გაამხნევა (ფოტო)

UFC-ის ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა მამის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში ამ ამბავთან დაკავშირებით პირველი [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჯოკოვიჩის ბაბუა კრიტიკაზე: “ნოვაკი სერბია, ნადალსა და ფედერერს აღიზიანებს”

მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, კრიტიკისგან ბაბუამ დაიცვა. შეგახსენებთ, რომ სერბმა ფეხბურთელმა ხორვატიაში ტურნირი გამართა, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იბრაგიმოვი: “სპორტიდან მივდივარ! არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო”

UFC-ის მებრძოლმა, ხადის იბრაგიმოვმა რომან დოლიძესთან მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველი პოსტი გამოაქვეყნა. დაღესტნური წარმოშობის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: როცა ხადის იბრაგიმოვი ჩემკენ წამოიწია, ვუთხარი…

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ განაცხადა, რომ ჩხუბამდე, ის ხადის იბრაგიმოვს სასტუმროში რამდენჯერმე შეხვდა, მათ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მაკგრეგორმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ეწევა – ეს თამბაქო არ არის

UFC-ის ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ ატარებს დროს ოქტაგონიდან წასვლის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

ვეტერანი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს. imedinews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ზვიადაურის მშობლიურ ახმეტაში [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონორ მაკგრეგორმა სერხიო რამოსს უპასუხა (ფოტო)

მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა გუნდის ვარჯიშზე ლამაზი გოლი გაიტანა და შემდეგ ის კონორ მაკგრეგორის […]...
წაკითხვა