სამიდან სამი! “ლივერპულმა” ლონდონის “არსენალი” დაამარცხა (ვიდეო)

თარიღი: სექტემბერი 29, 2020

ბრიტანული პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის მესამე ტური იურგენ კლოპის “ლივერპულისა” და მიკელ არტეტას “არსენალს” შორის გამართულმა სანახაობრივმა შეხვედრამ დახურა.

მატჩი “ლივერპულელთა” უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 25-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა გახსნა, რასაც სამიოდე წუთში სადიო მანემ უპასუხა. 34-ე წუთზე კი ენდი რობერტსონმა გაიყვანა მასპინძლები წინ. ყველაფერს კი დებიუტანტმა დიოგო ჟოტამ დაუსვა წერტილი 88-ე წუთზე – 3:1.

ასე რომ, “სკაუზერებს” სამიდან სამი მოგება უგროვდებათ და “ევერტონისა” და “ლესტერის” მსგავსად. მომდევნო ტურში კლოპის გუნდი “ასტონ ვილას” შეერკინება, ხოლო “მეთოფეები” “შეფილდ იუნაიტედს” მიიღებენ.



მსგავსი სიახლეები