სამოყვარულო გუნდმა ტურნირის მოგების შემდეგ ლონდონში ავტობუსით აღლუმი მოაწყო
ინგლისელებს ფეხბურთისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება რომ აქვთ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა.
7-7-ზე გამართული სამოყვარულო ტურნირის მოგების შემდეგ საფეხბურთო კლუბმა “ჯუდასმა” ორსართულიანი ავტობუსი დაიქირავა და ლონდონის ქუჩებში საჩემპიონო აღლუმი მოაწყო. აღმოსავლეთ ლონდონის გუნდი ექიმებით, მასწავლებლებით, გამყიდველებითა და სხვა პროფესიის ადამიანებით დაკომპლექტებულია.
ფეხბურთელებმა გაჩემპიონების აღნიშვნა მხოლოდ ადგილობრივ პაბში მოლხენით არ იკმარეს.
“ვფიქრობდით, რომ ლოქდაუნისა და ყველასათვის რთული წლის გათვალისწინებით ეს გამარჯვება რაღაც განსაკუთრებულად აღგვენიშნა და ერთ-ერთი ჩვენგანი ავტობუსით აღლუმის ინიციატივით გამოვიდა. თავიდან მეგონა, ხალხი იფიქრებდა, რომ სულელების ბრბო ვართ, თუმცა საოცარი მიმღებლობა გამოიჩინეს. ბავშვები სირბილით გამოგვყვნენ და აპლოდისმენტით გვაჯილდოვებდნენ, ადამიანები გვილოცავდნენ, საკმაოდ დადებითი ამბავი იყო”, – თქვა ფეხბურთელმა ნიკ სკოტმა “თოქსპორტთან”.