სამპაოლი აგუეროს დასჯას გეგმავს
არგენტინის საფეხბურთო ნარკების ვარსკვლავი, სერხიო კუნ აგუერო, ნიგერიასთან გასამართ მატჩში მონაწილოებას არ მიიღებს. ეს “ალბისელესტეს” მთავარი მწვრთნელის პირადი გადაწყვეტილება გახლავთ.
როგორც იცით, აგუეროს სამპაოლისთან რთული ურთიერთობა აქვს. ხორვატიასთან წაგებული მატჩის (3-0) შემდეგ, ფეხბურთელმა მწვრთნელის მისამართით ასეთი განცხადება გააკეთა: “მიუშვით, აკეთოს რაც უნდა ის აკეთოს.” სამპაოლიმ ეს სიტყვები პირად შეურაცხყოფად მიიღო. ასევე გეტყვით იმასაც, რომ ევროპელებთან მარცხის შემდეგ, აგუერომ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს სთხოვა, ან სამპაოლი პირდაპირ მოეხსნა თანამდებობიდან ან ამ საკითხზე გუნდში არჩევნები ჩაეტარებინა. თუმცა, ბოსებმა ეს თხოვნა არ შეასრულეს და მწვრთნელიც პოსტზე დარჩა – ხორხემ შიდა ომი მოიგო.
აჯანყების საფასურს აგუერო იმით გადაიხდის, რომ ის ბოლო ტურის მატჩში, ნიგერიის წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე დარჩება. მის მაგივრად გონსალო იგუაინი გამოვა მოედანზე. ამ ინფორმაციას თავად მწვრთნელი არ ასაჯაროვებს და თამაშის დღეს გადაწყვეტილების ახსნას სპორტული მიზეზებით აპირებს. ასევე, არ ითამაშებს ვილი კაბალიერო, რომელმაც წინა ორ დაპირისპირებაში სერიოზული შეცდომები დაუშვა. მას ჩაანაცვლებს 31 წლის ფრანკო არმანი, რომელიც პირველ მატჩს ჩაატარებს ნაკრებში. საგულისხმოა, რომ სამპაოლის კიდევ ორი ცვლილება აქვს დაგეგმილი: დი მარია და ევერ ბანეგა, მარკოს აკუნასა და ენცო პერესის ნაცვლად.
გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინას მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი და ისიც აგუეროს ანგარიშზეა.