„სამტრედია“ – „საბურთალო“ 8:2
უმაღლესი ლიგის მე-19 ტურის ბოლო მატჩი „სამტრედიას“ „საბურთალოსთან“ ექვსბურთანი მოგებით (8:2) დასრულდა.
23-ე წუთისთვის სამტრედიელები უკვე 2:0-ს იგებდნენ – მე-10 წუთზე ანგარიში ლევან შერიქაძემ გახსნა, 23-ე წუთზე კი თავისი გუნდის უპირატესობა დაჩი ცნობილაძემ გაზარდა. 49-ე წუთზე „საბურთალო“ კაცნაკლული დარჩა – მსაჯმა გაგი ამრგველაშვილი გააძევა. 50-ე, 61-ე და 63-ე წუთებზე „სამტრედიამ“ კიდევ სამი გოლი გაიტანა, 67-ე წუთზე კი სტუმრების მხრიდან თავი ციცკრიალაშვილმა გამოიჩინა. დარჩენილ დროში „სამტრედიამ“ მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანა (71-ე წუთზე თავი ზივზივაძემ გამოიჩინა, 81-ე წუთზე კი – დათუნაიშვილმა), თბილისელთა მხრიდან 72-ე წუთზე ხარაიშვილი გამოირჩა.
ამ გამარჯვებით „სამტრედია“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე მიიწია, „საბურთალო“ 21 ქულით მე-10 ადგილზე დარჩა.